მოურინიუს კოსტას ფიზიკური ძალა მოსწონს

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი დიეგო კოსტა აგრესიულ ქმედებაში დაადანაშაულა და ესპანელს 3–მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.
გეტყვით რომ, კოსტამ ლონდონურ დერბიში (ჩელსი–არსენალი) ლორენ კოსიელნის სახეში გაარტყა. თანაგუნდელის დაცვა „მეთოფეთა“ მცველმა გაბრიელ პაულისტან სცადა, რისთვისაც წითელი ბარათი მიიღო.
დისკვალიფიკაცია პაულისტასაც ემუქრება და ორივე კლუბთან ერთად ხუთშაბათს საღამომდე მოუწევს ახსნა–განმარტების მიცემა.
ჩელსელთა მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიუ კი საკუთარ ფეხბურთელს იცავს და აცხადებს რომ კოსტას მსგავსი ფეხბურთელები ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან.
– ძნელია ისეთ აგრესიულ თავდამსხმელებთან ბრძოლა, რომლებიც ბურთის მოსაპოვებლად ფიზიკურ ძალას იყენებენ. ინგლისში მსგავსი ტიპის ფეხბურთელები ბევრია. რთულია იბრძოლო კოსტას წინააღმდეგ, ისევე როგორ რუნის, ბენტეკეს, სუარესისა და იგუაინის წინააღმდეგ. სწორედ ასეთი ფეხბურთელების გამო უყვართ ფეხბურთი, – განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.