“მსაჯები ცოტა გამოფხიზლდით რა” – ლევან კორღალიძე ბაკურ ნინუას დაუპირისპირდა (ვიდეო)
თბილისის “ლოკომოტივმა” 34-ე ტურში საჩხერის “ჩიხურა” მიიღო და 0-2 დამარცხდა. ერთ-ერთ მომენტში, როდესაც მსაჯმა ბაკურ ნინუამ “ლოკომოტივი” დააჯარიმა, “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ მსაჯს მიმართა: “ნინუ, ნინუა, შეგრცხვეს, შეგრცხვეს, სირცხვილია”. ნინუა კორღალიძისკენ გაემართა და ჯერ გააფრთხილა, შემდეგ კი მწვრთნელს დამშვიდებისკენ მოუწოდა, რამაც კორღალიძე გააღიზიანა და გაძევებამდე საინტერესო ფრაზა წარმოთქვა: “მსაჯები ცოტა გამოფხიზლდით რა”.
ბოლო დროს არბიტრების მიმართ ჯერ “საბურთალომ”, შემდეგ კი ბათუმის “დინამომ” გაილაშქრა. ახლა მათ რიცხვს “ლოკომოტივის” თავკაცი, ლევან კორღალიძეც შეუერთდა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ბოლო წუთზე ნინუას ასისტენტმა მძიმე შეცდომა დაუშვა და “ლოკოს” შემტევს, ბექა დარცმელიას ყველა წესით დაცული გატანილი გოლი გაუუქმა.