მსაჯებისგან გაწირული საქართველოს ეროვნული ნაკრები პოლონეთს ბოლომდე ებრძოლა

თარიღი: აგვისტო 26, 2016

„პოლონეთთან თამაშს დიდი დანაკლისით შევხვდით, ხოლო მსაჯმა პირველ ნახევარში ძირითადი გამთამაშებელიც მოედნიდან გაგვიძევა. სამწუხაროა, რომ თითქმის ნახევარი გუნდით დავრჩით და მოგების შანსი თითქმის დავკარგეთ, მაგრამ თამაშში დარჩენილმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, მათ ხასიათი გამოავლინეს და მატჩი საბოლოოდ ღირსეულად ჩავამთავრეთ“ – ეს გახლდათ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე პოლონელ ჟურნალისტებთან გამოთქმული ილიას ზუროსისა და ზაზა ფაჩულიას საერთო აზრი.

ძნელია, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და კაპიტანს არ დაეთანხმო. პოლონელმა მწვრთნელებმა საქართველოს ნაკრები წასაგებად მეორე პერიოდის შუაწელში გაწირეს, როცა ვიქტორ სანიკიძეზე არარსებული ჯარიმა დაუსტვინეს, ხოლო პროტესტის გამოთქმისთვის ამ უკანასკნელს ტექნიკური მისცეს, არბიტრთან ვითარების ასახსნელად მისული გიორგი ცინცაძე კი ორმაგი ტექნიკურით დასაჯეს და მოედანთან ერთად სათადარიგოთა სკამიდანაც გააძევეს.

საქართველოს ნაკრებს ისედაც აკლდა 2 მთავარი მექულე – თორნიკე შენგელია და მაიკლ დიქსონი, ხოლო ცინცაძის გაგდებითა და სანიკიძის ნაადრევი 4 პერსონალურის გამო თითქმის გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა. ამხანაგურ მატჩებში თუ აშკარად არ იუხეშეს, მოთამაშეს მოედნიდან არ აგდებენ, დღევანდელ მატჩში კი არც სანიკიძეს და არც ცინცაძეს ხმის ტემბრისთვის არ აუწევიათ. მათ ბუნებრივი რეაქცია ჰქონდათ იქიდან გამომდინარე, რომ მსაჯები მანამდეც ძალიან ბევრს სცოდავდნენ ჩვენს საზიანოდ – მასპინძელთა აშკარა ჯარიმებს არ აფიქსირებდნენ, საქართველოს მისამართით კი უკიდურესად პედანტურნი იყვნენ.

ვინძლო, მომხდარი ეპიზოდი, დადებითიც იყოს საქართველოს ნაკრების მომავლისთვის. ცინცაძე რომ არ გავარდნილოყო და სანიკიძეს სათამაშო დრო არ შეზღუდვოდა, სავარაუდოდ ბოლომდე თანაბარი ბრძოლა წავიდოდა და ქართველ სათადარიგოებს სათამაშოდ მცირე დრო დათმობოდად. ასე ბოლომდე შევასკდებოდით პოლონეთს და შესაძლოა მოგვეგო კიდეც, მაგრამ შედეგს რა ფასი ექნებოდა?! პოლონეთთან მატჩის ბოლო 24 წუთს კი ის ფასი აქვს, რომ სოლიდური სათამაშო დრო დაეთმოთ ლუკა ზაქრაძეს, ანატოლი ბოისას, ბესიკ ლეჟავას (რომელიც სულაც სასტარტო ხუთეულში იყო), ბექა ბექაურს და კახა ჯინჭარაძეს. ამ ბიჭებმა კაპიტან ზაზა ფაჩულიასა და გამოცდილი გიორგი შერმადინის წინამძღოლობით ღირსეულად და რაც მთავარია, ბოლომდე იბრძოლეს. თამაშში იყვნენ, იბრძოლეს და ბურთებიც ჩაყარეს დუდა სანაძემ, ბესიკ ლეჟავამ და ბექა ბურჯანაძემ. საქართველოს ნაკრებმა საკუთარი თავი ფორს-მაჟორულ სიტუაციაში გამოსცადა და შეიძლება ითქვას, გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ძალიან გაბედულად ითამაშეს გუნდის ახალწვეულებმა, რომელთა დახმარებაც, არავინ იცის, როდის დასჭირდება ჩვენს ნაკრებს.

ზაზა ფაჩულიამ და გიორგი შერმადინმა, რომ იტყვიან, ხელი არ გაანძრევინეს ამ მომენტისთვის პოლონელთა შემადგენლობაში ყველაზე სახელიან მოთამაშე მაციე ლამპეს. ამ უკანასკნელმა მატჩის ბოლო წუთამდე თამაშიდან 6-ივე სროლა ააცილა და მხოლოდ ბოლოსღა ჩააგდო ის 2 ორქულიანი, რომლებმაც საქართველოს ნაკრებს მატჩის გადარჩენის შანსი მოუსპო.

პოლონელებმა მსაჯების დახმარებით ხუთეულის 3 წევრის გარეშე დარჩენილი საქართველო საბოლოოდ 9 ქულით – 80:71 დაამარცხეს და ტურნირი – სახელწოდებით „ანვილის საკალათბურთ გამოწვევა“ – მე-3 ადგილზე დაასრულეს. საქართველომ კი ორივე მატჩი დათმო პოლონეთში, რითაც საკვალიფიკაციოსთვის მოსამზადებელი მატჩები დაასრულა.

მატჩის დასრულებასთან ერთად მოვიდა ინფორმაცია ტრავმირებული მაიკლ დიქსონის შესახებ. დიაგნოსტიკამ არ აჩვენა რაიმე სერიოზული და ამერიკელი ლეგიონერი საქართველოს ნ აკრებთან ვარჯიშს 2 დღეში,  თბილისში დაბრუნების შემდეგ განაახლებს.

 

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

ანატოლი ბოისა ამერიკიდან დიდი გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით დაბრუნდა

ახალგაზრდა, დამწყებმა მწვრთნელმა, ანატოლი ბოისამ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის დახმარებით ამერიკაში 2 მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღო [&...
წაკითხვა
კალათბურთი

10 სპორტსმენი, რომელთაც ინსტაგრამზე დადებულ თითო პოსტში ყველაზე მეტ თანხას უხდიან

პლატფორმა Hopper HQ-მ გამოაქვეყნა იმ სპორტსმენთა ათეული, რომელთაც სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე განთავსებულ თითოეულ პოსტში ყველაზე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს მეტოქეები კენჭისყრის შედ

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. ჩვენი ნაკრები მოხვდა E ჯგუფში, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბითაძემ “ინდიანა პეისერსთან” კონტრაქტი გააფორმა – გოგას ანაზღაურება ცნობ

გოგა ბითაძე ოფიციალურად “ინდიანა პეისერსის” წევრია. ქართველმა კალათბურთელმა “პეისერსთან” ახალბედისათვის გარანტირებული კონტრაქტ...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

დღეს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ფიბა ევროპის შტაბ-ბინაში 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძელი ოთხი ქვეყანა დასახელდა. აღსანიშნავია, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა სომხეთი 98:46 დაამარცხა (ვიდეო)

საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეორე შეხვედრაში სომხეთი დამაჯერებლად, 98:46 დაამარცხა. საქართველოს [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

დემარკუს კაზინსი კარიერას “ლოს-ანჯელეს ლეიკერსში” გააგრძელებს

“გოლდენ სტეიტის” ვარსკვლავური ცენტრი, დემარკუს კაზინსი, კარიერას “ლოს-ანჯელეს ლეიკერსში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ორივე კლუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კავაი ლეონარდის ახალი კლუბი ცნობილია!

ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, კავაი ლეონარდი უახლოეს ხანებში “ლოს ანჯელეს კლიპერსის” კალათბურთელი გახდება....
წაკითხვა
კალათბურთი

კევინ დურანტსა და კაირი ირვინგს “ბრუკლინ ნეტსში” ვიხილავთ

გავლენიანი უცხოური გამოცემები ერთხმად ადასტურებენ ინფორმაციას “გოლდენ სტეიტის” ფორვარდის, კევინ დურანტის, “ბრუკლინ ნეტსში” გად...
წაკითხვა
კალათბურთი

NBA-ის სეზონის MVP იანის ანტეტოკუნმპო გახდა! (ვიდეო)

რამდენიმე საათის წინ აშშ-ში NBA-ის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. “მილუოკი ბაქსის” კალათბურთელი იანის ანტეტოკუნმპო NBA-ის რეგულარული [...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სახალისო პასუხი ახალ თანაგუნდელს პრესკონფერენციის დროს (ვიდეო)

21 ივნისს, გოგა ბითაძემ “ინდიანა პეისერსის” საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტ კევინ პრიტჩარდთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე: ჩემი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, საქართველოში ბევრი მძიმე პერიოდი გვქონდა

“ინდიანა პეისერსის” ახალწვეულ გოგა ბითაძეს პრესკონფერენციაზე შეკითხვა საქართველოს შესახებ დაუსვეს. ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა განაცხადა,...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ დახვდნენ გოგა ბითაძეს “ინდიანა პეისერსში” (ფოტო, ვიდეო)

21 ივნისს გოგა ბითაძე ინდიანაპოლისში ჩავიდა. ქართველი ცენტრი “პეისერსის” დარბაზში მივიდა, სადაც მას გუნდის ფანები […]...
წაკითხვა
კალათბურთი

9 წლის გოგა ბითაძის წერილი: “ჩემი დიდი სურვილია, ვითამაშო NBA-ში” (ფოტო)

21 ივნისს, საქართველოს ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე NBA-ის დრაფტზე მე-18 პიკად “ინდიანა პეისერსმა” აირჩია. 19 […]...
წაკითხვა
კალათბურთი

კევინ პრიტჩარდი: “ბითაძე ყველაზე ჩამოყალიბებული მოთამაშეა მათ შორის, ვინც დრაფტზე ამ

“ინდიანა პეისერსის” საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტმა კევინ პრიტჩარდმა გოგა ბითაძის შესახებ ისაუბრა. როგორც იცით, ბითაძე NBA-ის [&helli...
წაკითხვა