მსაჯმა პეპ გვარდიოლა გააძევა (ვიდეო)
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პე გვარდიოლამ “ლივერპულთან” მიმდინარე მატჩის პირველი ტაიმის დასრულების შმდეგ მთავარი არბიტრის მისამართით პრეტენზიები გამოხატა. ესპანელი სპეციალისტი ფეხბურთელებთან ერთად ლეროი სანეს არჩათვლილ გოლს აპროტესტებდა.
არბიტრმა ანტონიო მატეუმ გვარდიოლა ტრიბუნებზე გააძევა. “სიტის” თავკაცს მეორე ნახევრის ყურება სწორედ აქედან მოუწია.