მსაჯმა პორტუგალიის ნაკრებს შეცდომის გამო ბოდიში მოუხადა
ნიდერლანდელმა მსაჯმა, დენი მაკკელიემ, პორტუგალიისა და სერბეთის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში დაშვებული შეცდომის გამო ბოდიში მოიხადა. შეგახსენებთ, რომ მაკკელიემ მატჩის ბოლო წუთებზე კრიშტიანუ რონალდუს მიერ წესების სრული დაცვით გატანილი გამარჯვების გოლი გააუქმა.
“FIFA-ს წესდების თანახმად, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ბოდიშის მოხდა შემიძლია. მომხდარის გამო ბოდიშს ვუხდი პორტუგალიის ნაკრების გუნდსა და ნაკრების თავკაც ფერნანდუ სანტუშს.
როგორც მსაჯთა გუნდის წევრები, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ. როდესაც გაზეთებში ასეთი ფორმით ვხვდებით, რა თქმა უნდა, ძალიან უხერხულია,” – განაცხადა მაკკელიემ.
portugal
This is a goal Straight up…. Don't they don't the have var in international matches 😂😂Ronaldo was mad bruh pic.twitter.com/ASr1AITkvx
— Dominic LA Angelo (@MDomunic) March 27, 2021