მსაჯს, რომელიც მორატას ხელით შეეხო, დისკვალიფიკაცია მისცეს
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტმა “ეიბარი” – “ატლეტიკოს” მატჩის მთავარ არბიტრს, ხავიერ ალბეროლა როხასს დისკვალიფიკაცია მისცა.
20 აპრილს, “ატლეტიკომ” “ეიბარი” სტუმრად 1:0 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას, ორ ეპიზოდში ალბეროლა როხასი ალვარო მორატას ხელით შეეხო, რამაც ფეხბურთელის გაღიზიანება გამოიწვია. სწორედ ამ მიზეზის გამო, 27 წლის არბიტრს ლა ლიგის 35-ე ტურში მსაჯობა აეკრძალა, 34-ე ტურში კი მას ისედაც დასვენება უწევდაა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, დიეგო სიმეონემ როხასსა და მორატას შორის მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა: “როცა ასეთი რამ მე მსაჯს გავუკეთე, ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დამსაჯეს.”
Por esto Morata se ha quejado de que le ha dado una colleja durante 10 minutos y hasta ha ido a por el al final del partido. Cuántos veranos le faltan a este chico..
pic.twitter.com/Fb8syfmByG— Reylear CanalApuesta (@reylear1) April 20, 2019