მსაჯს, რომელმაც “ნანტის” მცველს ფეხი ჩაარტყა, პრობლემები ზლატანთანაც ჰქონდა (ვიდეო)
14 იანვარს, საფრანგეთის ჩემპიონატში “პარი სენ-ჟერმენსა” და “ნანტს” შორის გამართული შეხვედრის 91-ე წუთზე, “ნანტის” მცველმა, დიეგო კარლოსმა შემთხვევით მთავარი არბიტრი, ტონი ჩაპრონი წააქცია. მსაჯი ამის გამო გაბრაზდა და ფეხბურთელისათვის ფეხის მირტყმა სცადა, მალე კი მას შეხვედრაში მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.
პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჩაპრონი ფეხბურთელს უპირისპირდება. 2015 წლის მარტში, პსჟ-ის მაშინდელმა ლიდერმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ლორიენთან” მატჩში ჰეთ-თრიქი გაიფორმა. შვედ თავდამსხმელს ბურთის სახლში წაღება სურდა, თუმცა არბიტრმა მას ის არ გადასცა.
Referee Tony Chapron oddly refuses to give Zlatan Ibrahimovic match ball after his hat-trick v Lorient pic.twitter.com/6X0zZeqg6P (via @jplusun)
— Tom Williams (@tomwfootball) March 24, 2015