“მსგავსი რამ არ განიხილება” – “ტორპედოს” 3 დღე დარჩა

ქუთაისის მერიასა და იტალიელ ინვესტორებს შორის ჯერჯერობით შეთანხმება არ შემდგარა, არადა გუნდს 26 იანვრამდე აქვს დროებითი ლიცენზია მიღებული და თუ დავალიანებას არ დაფარავს, მე-4 ლიგაში მოუწევს გადაბარგება.
“ტორპედოს” ფან-კლუბმა რამდენიმე საათის განცხადება გამოაქვეყნა.
“ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !!!
როგორც ქუთაისი მერის ბოლო განცხადებიდან ჩანს, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ როდის და როგორ ამ დეტალებზე არავინ საუბრობს.
რეალურად კლუბს უკვე ყველანაირი ვადა ეწურება ფედერაციის და “უეფას” მოცემული.
ამასობაში ქუთაისში დაძაბულობამ უკვე პიკს მიაღწია
ჩვენ მაინც გვინდა ბოლომდე გვჯეროდეს,რომ სახელმწიფო ასე არ გაწირავს ტორპედოს და ქუთაისს.
საქართველოს მთავრობა – თუ რაიმეთი შეგიძლიათ დაგვეხმარეთ.
გაითვალისწინეთ ქუთაისი არავის აპატიებს საკუთარი ისტორიის წაშლას და არც არასდროს დაივიწყებს ვინ და როგორ ეხმარებოდა ფეხზე დადგომაში თუ პირიქით წაქცევაში”, – წერია განცხადებაში.
როგორც ჩანს, ვინმე ფაბიო მანინი, იტალიელი ინვესტორი საქართველოში ჩამოსული არც ყოფილა და ჭიღვარიასთან მოლაპარაკებას მისი წარმომადგენლები ანხორციელებენ.
თავის მხრივ, თუ “ტორპედო” ელიგიდან გავარდა, ფეხბურთის ფედერაცია არც კი განიხილავს სხვა რომელიმე გუნდის ეროვნულ ლიგაში აღზევებას და შესაძლოა, უმაღლესი ჩემპიონატი 9 გუნდით ჩაატაროს.
ქუთათურ გუნდს 1.5 მილიონი ლარი ვალი აქვს.