“მშობლები მასწავლიდნენ, რომ ნაგავი გადამეყარა” – ნეიმარისა და ალვაროს მორიგი დაპირისპირება
13 იანვარს საფრანგეთის საფეხბურთო სუპერთასის მატჩში “პარი სენ-ჟერმენი” “მარსელს” დაუპირისპირდა 2:1 გაიმარჯვა. პარიზელები მორიგ ტიტულს დაეუფლნენ.
მატჩის დასრულების შემდეგ, ნეიმარმა “მარსელის” მცველს, ალვარო გონსალესს სოციალურ ქსელში დასცინა. ეს ის ფეხბურთელია, ვისთანაც ბრაზილიელს პრობლემები გასულ წელსაც ჰქონდა. მაშინ ნეიმარი მას რასიზმში ადანაშაულებდა.
ნეიმარმა სუპერთასის მატჩში მოედანზე მხოლოდ 25 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ალვარო გონსალესი მის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდა.
ნეიმარი: “შენ ალვარო ხარ, მართალია?”
გონსალესი: “ჩემი მშობლები მასწავლიდნენ, რომ ნაგავი უნდა გადამეყარა. წინ მარსელის “ოლიმპიკი” ყოველთვის.”
ნეიმარი: “და, შენ დაგავიწყდა, როგორ უნდა აწიო ტიტულები.”
გონსალესი: “შენ ყოველთვის მეფის [პელე] ჩრდილქვეშ იქნები.”
ნეიმარი: “და შენ ყოველთვის ჩემ ჩრდილქვეშ იქნები. მე გაგხადე ცნობილი. არაფრის, ‘ფენომენო’.”