მსოფლიო ფეხბურთის შვიდი გამორჩეული დაპირისპირება
ერთად გავიხსენოთ ფეხბურთის ყველაზე გამორჩეული დაპირისპირებები: მარადონას და პელეს მარადიული მეტოქეობიდან რონალდუსა და მესის თანამედროვე დუელამდე.
ოლივერ კანი და იენს ლემანი
გოლკიპერთა ეპიკური დაპირისპირება დაახლოებით 20 წელი გრძელდებოდა. მათი მეტოქეობა სანაკრებო დონეზეც ძალიან მძაფრი იყო. კანის ნებისმიერი შეცდომის შემდეგ მასმედია ლემანისთვის შანსის მიცემას ითხოვდა.
მეკარეების საკლუბო კარიერა განსხვავებულად წარიმართა. კანმა ერთ კლუბთან ყველაფრის მოგება შეძლო. ლემანმა კი კლუბებიც და ჩემპიონატებიც გამოიცვალა.
ნაკრებში კანმა ლემანს 25 თამაშით აჯობა, თუმცა საერთო ჯამში ისინი ერთმანეთის ღირსეული კონკურენტები იყვნენ.
ფრენკ ლამპარდი და სტივენ ჯერარდი
“ჩელსის” და “ლივერპულის” ლეგენდები წლების მანძილზე ერთმანეთის მეტოქეებად ითვლებოდნენ. ორივე თავისი გუნდის ლიდერი და მოედნის ცენტრში გადამწყვეტი როლის შემსრულებელი იყო.
ერთმანეთს ისინი თამაშის სტილითაც ჰგავდნენ. ლამპარდის და ჯერარდის კონკურენცია კი პიკს ნაკრებში აღწევდა, სადაც მათი ტანდემის შექმნასაც ცდილობდნენ, მაგრამ ამ იდეისგან კარგი არაფერი გამოდიოდა. მომდევნო სეზონიდან ლამპარდიც და ჯერარდიც კარიერას ამერიკულ მლს-ში გააგრძელებენ.
ალესანდრო დელ პიერო და ფრანჩესკო ტოტი
იტალიური ფეხბურთის ორი შესანიშნავი ათიანი, რომლებმაც სანაკრებო დონეზე ისე ვერ გაიბრწყინეს, როგორც ეს საკლუბო ფეხბურთში შეძლეს.
სერია A-ში “იუვეს” და “რომას” დაპირისპირება ყოველთვის აღინიშნებოდა, როგორც მათი კაპიტნების დუელი. თუმცა, მოედნის ფარგლებს გარეთ ისინი ერთმანეთისადმი დიდი პატივისცემით გამოირჩეოდნენ, რაც კონკურენტებს შორის იშვიათობაა.
კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი
ჩვენი დღეების მთავარი დაპირისპირება რა თქმა უნდა რონალდუ-მესის დუელია, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში აუცილებლად შევა.
კონკურენციას მათ კლუბებს შორის არსებული დაპირისპირებაც უფრო მძაფრს ხდის. მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში არ არის. ეს ფეხბურთელები თანამედროვეობის საუკეთესო მოთამაშეები არიან, რასაც საკუთარი შედეგებით ამტკიცებენ.
როი კინი და პატრიკ ვიეირა
ორი მშრომელი ფეხბურთელი, რომელბიც 90-იანების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში ინგლისური ფეხბურთის მთავარი კონკურენტების, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “არსენალის” საკვანძო მოთამაშეები იყვნენ. კინს და ვიეირას მოედნის ფარგლებს მიღმაც კი უჩხუბიათ. საინტერესოა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ მათ ბრიტანულ საფეხბურთო ტელეგადაცემებში ტანდემში უმუშავიათ.
გერდ მიულერი და კლაუს ფიშერი
გერმანული ფეხბურთის ორი სუპერბობმარდირი, რომლებიც 70-იანებში ბუნდესლიგაში საუკეთესოს წოდებისთვის იბრძოდნენ.
საკლუბო დონეზე მიულერი და “ბაიერნის” ფიშერს და “შალკეს” ყოველთვის ამარცხებდნენ. კლაუსს არც 1974 წლის ტრიუმფალური მუნდიალის დროს გუმართლა, ვინაიდან იმ პერიოდში მისი ადგილი ნაკრებში მიულერმა დაიკავა. თუმცა, გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ორივე ფეხბურთელი შევიდა.
პელე და მარადონა
ორი გენიოსის მარადიული დაპირისპირება. პელე და მარადონა – სხვადასხვა თაობის, განსხვავებული ხასიათის ფეხბურთელები იყვნენ, რომლებიც მოედანზე ერთხელაც არ შეხვედრილან ერთმანეთს. მაგრამ, როგორც ისტორიაში ორი უდიდესი ფეხბურთელი მუდმივ შედარებას ისინი თავს ვერ აარიდებდნენ. ამ საქმეში დიდი როლი დიეგოს პროვოკაციულმა ხასიათმაც ითამაშა, რომელიც რა თქმა უნდა პელეს კონკურენტად არ აღიქვამს. მიუხედავად იმისა, რომ მათი თამაშის ცოცხლად მაყურებელთა რაოდენობა წლებთან ერთად მცირდება, მუდმივი კამათი მაინც გრძელდება, მაგრამ გემოვნებაზე ხომ არ დაობენ…