მსოფლიო ფეხბურთის ვარსკლავები საქართველოსთვის
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები საქველმოქმედო მიზნით ესტუმრნენ. მიზანი ზაფხულში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ბორჯომის ხეობის აღდგენაა. მატჩამდე სტადიონზე შეკრებილი პუბლიკა ბორჯომში მომუშავე მეხანძრე-მაშველებს მიესალმა. ფეხბურთელები პირობითად სფფ-ისა და მსოფლიო თერთმეტეულებად დაიყვნენ. როგორც ასეთ მატჩებს სჩვევია ხოლმე, თამაში სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა და ის მსოფლიო ვარსკვლავების გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 6:5 დასრულდა. “დინამო არენა” თითქმის სრულად სავსე იყო, ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა კი ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.
„GFF XI”
მეკარეები: კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი
მცველები: ივან კორდობა, კაფუ, ჯუზეპე ფავალი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, კახაბერ ცხადაძე;
ნახევარმცველები: ზვონიმირ ბობანი, დემეტრიო ალბერტინი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ლევან ცქიტიშვილი;
თავდამსხმელები: ანდრეი შევჩენკო, ერნან კრესპო, კევინ კურანი, მიხეილ ყაველაშვილი.
„მსოფლიოს XI”
მეკარეები: სებასტიან ფრეი, დიდა;
მცველები: პაოლო მალდინი, მაურო ტასოტი, მასიმო ოდო, ვინსენ კანდელა, დარიო შიმიჩი, პიეტრო ვიერხოვოდი. ენრიკო ანონი, მიჩელ სალგადო;
ნახევარმცველები: ხავიერ ძანეტo, იბრაჰიმ ბა, მასიმო ამბროზინი, დინო ბაჯო, ლუიჯი დი ბიაჯო, მარეკ იანკულოვსკი, ანჯელო დი ლივიო, ბენიტო კარბონე;
თავდამსხმელები: რივალდო, ლუკა ტონი, ფრანჩესკო ტოტი, მარკო დელვეკიო.