მსოფლიო რაგბი | ახალი საერთაშორისო კალენდარი დამტკიცდა

თარიღი: მარტი 17, 2017

დღეს ‘მსოფლიო რაგბმა’ 2020-32 წლების საერთაშორისო კალენდარი დაამტკიცა, რომლის მიხედვით საქართველოს და დანარჩენ თიერ 2 გუნდებს ბობოლების წინააღმდეგ მეტი ტესტის შესაძლებლობა და რაც მთავარია მათი მასპინძლობის შესაძლებლობა ეძლევა

 

წყარო >>> მზარდი სარაგბო ქვეყნების მეტი ინტეგრირება, კომერციული მდგრადობა და მოთამაშეთა კეთილდღეობის გაძლიერება  ის ძირითადი პრინციპებია, რითაც ახალი საერთაშორისო კალენდრის შექმნისას იხელმძღვანელეს. ახალი კალენდარი დღეს მსოფლიო რაგბის აღმსრულებელმა კომიტეტმა  დაამტკიცა.

ახალი 2020-32 წლების კალენდარი ადგენს ახალ სტანდარტებს და მასში პრიორიტეტი ინეჭება დასვენების გაზრდილ პერიოდსა და უფრო სამართლიანად განაწილებულ ტესტებს მზარდი სარაგბო ქვეყნებისთვის.

 

ახალი ივლისის ფანჯარა

 

ახალ კალენდარში შენარჩუნებულია სამივე საერთაშორისო ფანჯარა. ერთად ერთი ცვლილება ისაა, რომ ზაფხულობით ტესტები ივნისის ნაცვლად ივლისში გაიმართება. ეს ‘ზე რაგბისთვის’ სეზონის შეუჩერებლად ჩატარების შესაძლებლობას წარმოადგენს, რის შედეგადაც ‘სანზარის’ (ახალი ზელანდიის, ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის ასოციაცია, რომელიც ‘ზე რაგბის’ მმართველი ორგანოა) ნაკრებებს ივლისის ტესტებისთვის მოსამზადებლად მეტი დრო მიეცემათ.

 

  • ივლისის ტესტები თვის საწყის სამ კვირაზე გადანაწილდება და მოიცავს სამ ტესტს, (გარდა მსოფლიო თასის შემდგომ წლისა, როდესაც ‘სანზარის’  კავშირები 2 ტესტიან სერიას გამართავენ)

 

  • ნოემბრის ტესტები ერთი კვირით წინ გადაიწევს და თვის პირვე სამ კვირას მოიცავს

 

გაზრდილი შესაძლებლობები მზარდი ნაკრებებისთვის

 

რაგბი მსოფლიოს მასშტაბით მონაწილეთა, ქომაგთა და კომერციული შესაძლებლობების სახით მნიშვნელოვან ზრდას განიცდის. ამის გათვალისწინებით, ოკეანეთის, იაპონიის, აშშ-ს, კანადის, საქართველოს და რუმინეთის ნაკრებებისთვის უპრეცენდენტო სამატჩო შესაძლებლობების მიცემით, ახალი განრიგი მიზნად ისახავს  საერთაშორისო რაგბის კონკურენტუნარიანობის მეტად გაზრდას.

 

ამ ნაკრებებს ივლისისა და ნოემბრის ტესტ ფანჯრებში მიეცემათ ‘სანზარისა’ და ‘6 ერის’ გუნდების წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა.

 

  • ახალი კალენდრით გათვალისწინებულ პერიოდში თიერ 1 და 2 გუნდებს შორის, მინიმუმ 110 მატჩი გაიმართება, რაც ადრინდელ განრიგთან შედარებით 39 პროცენტიან ზრდას წარმოადგენს;
  • ‘სანზარის’ ნაკრებები ივლისში თიერ 2 ქვეყნებს უმასპინძლებენ;
  • საფრანგეთი და ინგლისი ოკეანეთში ტურნეებს მოაწყობენ, ამავდროულად ბობოლებს აშშ, კანადა და იაპონიაც უმასპინძლებენ;
  • საქართველო და რუმინეთი ივლისის ტესტებზე 6 ერის გუნდებს შინ მიიღებენ;
  • ნოემბრის ტესტებზე 6 ერის ყველა ნაკრები სახლში წელიწადში მინიმუმ ექვს თამაშს გამართავს თიერ 2 გუნდების წინააღმდეგ;

 

ბილ ბომონდი, მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე: “ოპტიმიზირებულ კალენდარზე შეთანხმება, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ათწლეულში მეტ გარკვეულობასა და მდგრადობას მოგვანიჭებს, ჩვენი სპორტის ისტორიაში ისტორიულ ეტაპს წარმოადგენს.

 

“შეთანხმების პროცესი კოპლექსური იყო და მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კავშირებს და პროფესიულ საკლუბო ლიგებს, რადგან ყველა მხარემ ურთიერთ-თანამშრომლობის პრინციპებით იხელმძღვანელა და გარკვეულ კომპრომისებზე წავიდა. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის რომ ეს შეთანხმება შემდგარიყო, რაც უპირველეს ყოვლისა ჩვენ შესანიშნავ თამაშს აუცილებლად დიდ სარგებელს მოუტანს”

 

ეს განრიგი უდიდეს ბიძგს, სტიმულსა და მოტივაციას წარმოადგენს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, რომელმაც წინა მსოფლიო თასზე ნაჩვენები შედეგით გაინაღდა ‘იაპონია 2019’-ის საგზური.

 

ახალ კალენდართან დაკავშირებით საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ განაცხადა: “ეს შესანიშნავი ამბავია საქართველოსთვის და ჩვენ ამ შეთანხმებას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით.

 

“ისევე როგორც ბევრ სხვა კავშირს, ჩვენ გვჭირდება და გვინდა, რომ მსოფლიო თასის გარეთაც გვეძლეოდეს საუკეთესოებთან თამაშის შესაძლებლობა, რასაც ეს ახალი კალენდარი გვაძლევს. ჩვენ შემდგომი განვითარებისთვის გვაქვს მყარი და ძლიერი საფუძველი და მე მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიო რაგბს.”

Rugby.Ge



მსგავსი სიახლეები
რაგბი

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა