მსოფლიო რაგბი მოთამაშეთა კეთილდღეობის გარშემო არსებულ მითებს ანგრევს

თარიღი: აპრილი 25, 2015

მორაგბეთა კეთილდღეობა მსოფლიო რაგბის ნომერ პირველი პრიორიტეტია, მითუმეტეს როცა მსოფლიო თასი გვიახლოვდება, მაქსიმალურად ფოკუსირებულები და მომზადებულები ვართ ტრავმების(განსაკუთრებით ტვინის შერყევის) პრევენციისა და მენეჯმენტის კუთხით.

ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე ყველაზე გავრცელებული და მარტივ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მოსაზრება, რომელიც  ყველაზე რთული და  ემოციური თემების გარშემო არსებულ მითებს დაანგრევს.

ტრავმები

მითირაგბის ისტორიაში ამდენი ტრავმა არასდროს ყოფილა

არასწორია. მსოფლიო რაგბისა და ინგლისის რაგბის კავშირის მეთვალყურეობით ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ  2002 წლის შემდეგ ტრავმების რაოდენობა არ გაზრდილა და ამ პერიოდის განმავლობაში არც დაზიანების სიმძიმე შეცვლილა.

  • სოციალურ დონეზეარსებული ტრავმების რაოდენობა ელიტური დონის მეოთხედზე ნაკლებია. ავსტრალიის მთავრობის ‘სპორტული ტრავმებისცენტრის’ მონაცემების მიხედვით დასტურდება, რომ ჰოსპიტალიზაციის რეიტინგი ფეხბურთთან, ველოსპორტთან, მოტოსპორტთან და საწყლოსნოაქტივობებთან შედარებითშესამჩნევად დაბალია.

 

მითიმოთამაშის სიდიდე ზიანის ხელშემწყობია

 

  • ბოლო 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო დონეზე მოასპარეზე მორაგბეების სიდიდის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია
  • ტრავმების რაოდენობის მატება მორაგბის ზომისზრდაზე პირდაპირ რომ იყოს დამოკიდებული, მაშინ ყველაზე გავრცელებული კონტაქტური დაზიანებების (მყესის დაზიანება, მხრისამოვარდნა & ბარძაყის ჰემატომა) რაოდენობაც გაიზრდებოდა,მაგრამ ეს არ მომხდარა.

 

მითირაგბი ყველაზე სახიფათო სპორტია

  • რაგბი,როგორც გუნდური სპორტი, ყველა ზომისა და ფორმის ადამიანებისთვისაა ხელმისაწვდომი; იგიხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სხვა სოციალური ღირებულებების პოპულარიზაციას, ეხმარება ახალგაზრდებს  ჭარბი წონისა და უმოქმედობის დაძლევაში.
  • რისკის ელემენტები არსებობს ყველაფერში, რასაც ცხოვრებაში ვაკეთებთ. ასე, რომ არასწორია ვთქვათ, რომ რაგბი სხვა რომელიმე სპორტის სახეობაზე უფრო მეტად სახიფათოა.
  • 2013 წელს ავსტრალიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით,ჰოსპიტალიზაციის კუთხით, ჯამში არსებული დაზიანებებიდან მხოლოდ 5 %-იანი წილი აქვს რაგბს, მაშინ, როცა ველოსპორტში(25%), მოტოსპორტში(23%), ცხენოსნობაში (23%) დაოზი რულზში (6%) მომხდარი ტრავმების ოდენოაბ რაგბის და ფეხბურთს 3%-ით აღემატება.

 

  • რაგბის ტრავმები სხვა სპორტის სახეობებთან შედარებით ნაკლებად მძიმე დაზიანებებად მიიჩნევა, რომლებიც ჰოსპიტალიზაციის დიდ პერიოდს არ საჭიროებს (1.6 დღე).ფეხბურთი(1.7 დღე), საციგურაო სახეობები (2.3 დღე), ტანვარჯიში (2.4 დღე), ველო და საწყლოსნო სპორტი (2.6), ცხენოსნობა (3.1) და მოტოსპორტი (3.5).
  • მსოფლიოს მასშტაბით ფიზიკური უმოქმედობა სიკვდილიანობის მთავარი გამომწვევი მიზეზია.2013 წელს უმოქმედობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ავსტრალიაში 150,000 ადამიანი დაიღუპა, მაშინ როდესაც სპორტული ტრავმების მიზეზით 30 ადამიანი გარდაიცვალა.

მითირაგბის თამაში ბავშვებისთვის სახიფათოა

  • არასწორია.12 წლამდელების დონეზე არანაირი განსხვავება არ არის ზემოთ წარმოდგენილ სპორტულ რეიტინგებთან მიმართებაში.
  • რაგბი,როგორც გუნდური სპორტი, ყველა ზომისა და ფორმის ადამიანებისთვისაა ხელმისაწვდომი; იგი ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სხვა სოციალური ღირებულებების პოპულარიზაციას, ეხმარება ახალგაზრდებს  ჭარბი წონისა და უმოქმედობის დაძლევაში.
  • არსებობს რაგბის არაკონტაქტური ფორმები, რომლებიც შესაძლოა ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის უფრო მისაღები იყოს, თუმცა დაზიანების მიღების რისკი ყველგან არსებობს.
  • მსოფლიოს მასშტაბით ფიზიკური უმოქმედობა სიკვდილიანობის მთავარი გამომწვევი მიზეზია. 2013 წელს უმოქმედობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ავსტრალიაში 150,000 ადამიანი დაიღუპა, მაშინ როცა სპორტული ტრამვების მიზეზით 30 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ტვინის შერყევა

მითირაგბი ტვინის შერყევის  წინააღმდეგ ბროლას აგებს

 

  • არასწორიატვინისშერყევა,მოთამაშეთა კეთილდღეობის კუთხით, კვლავაც ნომერ პირველი პრიორიტეტია. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ და ვამბობთ, დაფუძნებულია დამოუკიდებელ მტკიცებულებებსა და კვლევებზე და არა ემოციებსა და მოსაზრებებზე.
  • მორაგბეებს ყველაზე წინ ვაყენებთ და განათლებით, მენეჯმენტით, პრევენციითა და კვლევის სტრატეგიებით ვუზრუნველყოფთ.

 

მითიდიდი ფიზიკური დატვირთვის გამო ტვინის შერყევის რისკი იზრდება

 

  • არასწორიატვინის შერყევების გაზრდილი რაოდენობა, ელიტურ ჯგუფში, დაკავშირებულია როგორც მოთამაშის სიდიდეზე, ისე თამაშის ფიზიკურობის დონეზე.
  • მონაცემები ადასტურებს, რომ ამ მაჩვენებლის ზრდადობა უფრო მეტად მსოფლიო რაგბის მზარდ ჩარევასთანაა დაკავშირებული, რაც გულისხმობს გუნდის სამედიცინო პერსონალის სავალდებულო განათლებას და დროებითი შეცვლების სისტემის დანერგვას, რომელიც ემსახურება მოთამაშის გამოყვანას საეჭვო ან დადასტურებული ტვინის შერყევის დროს.

 

მითირაგბში ტვინის შერყევის დადგენას 10 წუთში ცდილობენ

  • არასწორია. ტვინის შერყევის ექსპერტების მკაფიოდ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, მსოფლიო რაგბმა წარმოადგინა სისტემა, რომელიც სამედიცინო პერსონალს  მოედნის ტერიტორიაზე თავის ტრამვების აღმოჩენაში ეხმარება, რაცგულისხმობს მოედანზე მოთამაშის ამოცნობას, რომელიც მოედნიდან სასწრაფო ან დროებით გამოყვანას საჭიროებს.
  • თუ დიაგნოზი გაურკვეველია, მოთამაშე მოედნიდან გაყვანილი უნდა იქნეს თავის ტრავმის შეფასების მიზნით (10-წუთიანი მოედნისგარე შემოწმების პროცედურა). თუმცა თავის ტრავმის შეფასების პროცედურა ტვინის შერყევის დიაგნოსტიკას არ ახდენს, ის უბრალოდ  არსებულ ვარაუდს ადასტურებს.
  • თუ თავის ტრავმის შეფასების პროცედურითტვინის შერყევა დადასტურებულ იქნა მოთამაშე საბოლოოდ ტოვებს თამაშს
  • ტვინის შერყევის დიაგნოსტიკა ხდება თამაშის შემდეგ 36 საათის განმავლობაში
  • ჩვენი მოწოდება მსოფლიო სარაგბო ოჯახისადმი: რა დონისაც არ უნდა იყოს თამაში, აუცილებელია დადასტურებული და საეჭვო სიმპტომების მქონე მოთამაშეების ამოცნობა და მოედნიდან გაყვანა.
  • ტექნიკურ ზონაში მოთამაშის მდგომარეობის შეფასება მხოლოდ ელიტურ დონეზე ხდება, სადაც ექსპერტი მედპერსონალია ხელმისაწვდომი. დროებითი შეცვლის წესის შემოღებამდე მოთამაშეების 56% დადგენილი ტვინის შერყევის მიუხედავად მოედანზე რჩებოდა. ახლა ეს ციფრი 12%-ზე ნაკლებია(BJSM – „სპორტული მედიცინის ბრიტანული ჟურნალი“, 2014 წ.).
  • თითოეულ მოთამაშეს, რომელიც საბოლოოდ გადის თამაშიდან, სტადიონიდან წასვლამდე უტარდებაSCAT 3 ანალიზი (სპორტში ტვინის შერყევის შეფასების პროცედურა).

მითიტრავმების მიმართ არცერთ სხვა სპორტს არ აქვს ისეთი მიდგომა, როგორც რაგბს

  • არასწორია.მსგავსი მულტიმოდალური სისტემები ყველა ძირითად კონტაქტურ სპორტს აქვს, რომელიც  SCAT 3-ზეა დაფუძნებული.
  • ტვინის შერყევასთვან დაკავშირებით,ციურიხის კონსესუსის განაცხადი მოითხოვს, რომ უნდა მოქმედებდეს ტვინის შერყევაგადატანილი მორაგბეების აქტიურ თამაშში ეტაპობრივად დაბრუნების პროტოკოლი; ამასთანავე, ახალგაზრდების მიმართმიდგომა უფრო კონსერვატიული უნდა იყოს – რაგბი ორივე მოთხოვნას აკმაყოფილებს.

 

მითი – აქტიურ თამაშში ეტაპობრივად დაბრუნების პროტოკოლი მორაგბეებს საფრთხეში აგდებს

 

  • აქტიურ თამაშში ეტაპობრივად დაბრუნების პროტოკოლს ყველა სპეციალისტი უჭერს მხარს. ტვინის შერყევის შემდეგ, ყოველმა მოთამაშემ უნდა გაიაროს აქტიურ თამაშში დაბრუნების 6-ეტაპიანი პროტოკოლი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

 

  • აქტიურ თამაშში დაბრუნების და სავარჯიშო პროცესში ჩაბმის პროტოკოლის მთავარი დანიშნულებაა იმის უზრუნველყოფა, რომ მოთამაშეს დაზიანების სიმპტომები აღარ ჰქონდეს. თამაშში მხოლოდ ჯანსაღი მორაგბე უნდა დაბრუნდეს.

 

  • აქტიურ თამაშში ეტაპობრივად დაბრუნების პროტოკოლი ციურიხის კონსენსუსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციაა. მოგეხსენებათ, ციურიხის კონსენსუსის მონაწილე სპორტის სახეობებია რაგბი, ფეხბურთი, ჰოკეი და სხვა რამდენიმე პოპულარული სპორტი.

 

 

მითითავის ტრავმების შეფასების პროტოკოლი ელიტურ მოთამაშეებს ზღვის გოჭების პოზიციაში აყენებს

  • არასწორია.თავის ტრავმების შეფასების სისტემის შემოღებამდე, ტრამვირების რისკი4-ჯერ მეტი იყო, რადგანაც ტვინის შერყევის მქონე მოთამაშეები 4-ჯერ უფრო ხშირად ბრუნდებოდნენ თამაშში. რაგბი ერთადერთი სპორტია, რომელსაც თავის ტრამვების შესახებ არაერთი კვლევა აქვს ჩატარებული. ეს კი იმის თქმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მტკიცებულებებზე დაფუძნებულიგადაწყვეტილებები მივიღოთ და არ ვენდოთ ინდივიდუალურ მოსაზრებებსა და ემოციებს.
  • თავის ტრავმების შეფასების პროტოკოლისაერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერით,მორაგბეთა კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნითშემუშავდა. ცოტა ხნის წინ მოთამაშეთა საერთაშორისო ასოციაციამთავის ტრავმების შეფასების პროტოკოლი აღიარა, როგორც მოთამაშეთა კეთილდღეობისკენ მიმართული უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რაც კი ბოლო 4 წლის მანძილზე შემოუთავაზებია ვისმეს.

მითიჩაფხუტი მოთამაშეს ტვინის შერყევისგან იცავს

  • არასწორია.ტვინის შერყევის რისკის შესამცირებლად ჩაფხუტი არასდროს ყოფილა მიღებული და აღიარებული მსოფლიო რაგბის მიერ.
  • 2009 წელს ავსტრალიაში ჟურნალში „მედიცინა და მეცნიერება სპორტში“ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით,ჩაფხუტის სისტემატური გამოყენება არ შეიძლება ჩაითვალოს თამაშის ან ვარჯიშის დროს მიღებული ტვინის შერყევის დამცველ მექანიზმად. მან შეიძლება მხოლოდ გაჭრის და დაბეჟვის რისკები შეამციროს.

 

დოპინგი

მითიამ ზომის სპორტსმენებს მხოლოდ დოპინგის სისტემატურად მიღების კულტურა თუ ჩამოაყალიბებს

  • არასწორია.ელიტური დონის მოთამაშის ზომა და ფიზიკური ძალა ვარჯიშისა და სწორი კვების კომბინაციით ყალიბდება.
  • განათლება პრევენციის გასაღებია – აკრძალვა იწყება და მთავრდება მოთამაშეების მიერ დოპინგის საფრთხისშემცველი შედეგების გააზრებით.
  • პროგრამის წარმატება ტესტების რაოდენობა კი არა, არამედ რისკფაქტორებისა და არსებული ტენდენციების სწორი გათვალისწინება განაპირობებს. სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია არასატურნირო ტესტირება და შემთხვევითი, რანდომული სისხლის ანალიზი; 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ 1000-ზე მეტი სისხლის ანალიზი გვაქვს აღებული, და ტესტირებისთვის შერჩეულ მორაგბეთა ჯგუფის წევრებზე ბიოლოგიური პასპორტები გაგვაჩნია.
  • 2014 წელს მსოფლიო რაგბმა სარეკორდო მასშტაბის ტესტირების პროგრამა განახორციელა, რომელიც მოიცავდა 2021 საშეჯიბრო და არასაშეჯიბრო ტესტს, მიზნობრივიშემოწმებისა და სისხლის ანალიზების ჩათვლით,რაგბი 7-ის და რაგბი 15-ის ქალთა და კაცთა გუნდებისთვის. შედეგად მიღებულია მხოლოდ 4 დადებითი პასუხი (მ.შ. 2 სავარაუდო).
  • 2013 წელს ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციებისა და მსოფლიო რაგბის ერთობლივი ძალისხმევით, მსოფლიო მასშტაბით6,126 ტესტი იქნა ჩატარებული, საიდანაც 53-ის პასუხი დადებითი იყო, რაც  2012 წელს მიღებული დადებითი პასუხების ნახევრის ტოლია.

 

შეჯამება

რაგბი არის სახალისო, საინტერესო და წარმატებული სპორტი, რომელიც  ჯანსაღ სხეულსა და გონებას აყალიბებს, ხელს უწყობს ძლიერი ხასიათის, თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის გაღვივებას. რაგბი ახალგაზრდებს ცხოვრებისთვის ამზადებს. რაგბი თავისიანებს უვლის და ყურადღებას არ აკლებს.

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ხაბიბ ნურმაგომედოვმა კრიშტიანო რონალდუს რჩევა მისცა

UFC-ის ვარსკვლავმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა კრიშტიანო რონალდუს შესახებ ისაუბრა. დაღესტნელი სპორტსმენი რუსეთში, Global Fighting Championship-ის მედია [&he...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჟურნალისტ გოგონას სახეში შაიბა მოხვდა და სერიოზულად დაზიანდა (ფოტო)

უსიამოვნო ფაქტი მოხდა ჰოკეიში სლოვაკეთის ჩემპიონატის ეგიდით “ბანსკა ბისტრიცასა” და “პოპრადს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ბექაური: “ბოლომდე ვიბრძოლე ჩემი საქართველოსთვის”

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ლაშა ბექაურმა ცინდაოს მასტერსის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. 19 წლის სპორტსმენი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

სამი ნომინანტი დასახელდა – ვინ გახდება 2019 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი?

13 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. სეოკ-ის ვებ-გვერდის ცნობით, 2019 […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ვიტალი ლალეტინმა ლევან საგინაშვილს მიმართა (ვიდეო)

რუსმა მკლავჭიდელმა, ვიტალი ლალეტინმა ARMBETS TV-სთან ინტერვიუში TOP 8-ის ფინალში ლევან საგინაშვილთან დაპირისპირება შეაფასა. ლალეტინი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რუსი მოკრივე: “ჩვენ ყველაზე პატიოსანი ქვეყანა და სპორტსმენები გვყავს”

ყოფილმა რუსმა მოკრივემ, ალეკსანდრ პოვეტკინმა მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტოს მიერ რუსეთისადმი გამოტანილ განაჩენზე კომენტარი გააკეთა. მსოფლიოს [&hell...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლევან საგინაშვილი რუს მეტოქეზე: “ეგონა, რომ მომიგებდა და “გამარჯობაო” ქა

ქართველმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა 8 დეკემბერს საერთაშორისო ტურნირი “TOP 8” მოიგო. ტურნირში მსოფლიოს გამორჩეული მკლავჭიდელები [&he...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცინდაოს მასტერსზე

12-14 დეკემბერს ძიუდოში 2019 წლის შემაჯამებელი ტურნირი, ცინდაოს მასტერსი გაიმართება. ჩინეთში გასამართ შეჯიბრზე საქართველოს ნაკრები […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: რუსეთი ყველა სპორტის სახეობაში 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

მსოფლიოს ანტი-დოპინგურმა სააგენტომ რუსეთი ყველა დიდ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაზე ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ეს ნიშნავს იმას, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გუჯეჯიანი: “არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ლაშამ დაწერა”

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა ლაშა ბექაურის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა. [&hellip...
წაკითხვა
სხვადასხვა

ქართული წყვილის “აჭარული” ყინულზე – ტრიუმფით დასრულებული გრან პრი (ვიდეო

ფიგურული ციგურაობის ქართულმა წყვილმა იტალიის ქალაქ ტურინში გამართული გრან პრი ტრიუმფით დაასრულეს. მარია კაზაკოვამ და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ბექაური: “გაუგებრობა იყო, არაფერი არ მომხდარა”

ქართველმა ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა პოლიციის მხრიდან მისი ცემის ფაქტი უარყო. ტელეკომპანია პირველთან სატელეფონო საუბარში ახალგაზრდა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ბექაური: “შემათრიეს ოთახში, ათზე მეტი იყვნენ, მაგინებდნენ და მირტყამდნენ”

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. 19 წლის სპორტსმენის თქმით, მას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ანონსი – კრივის საღამო

8 დეკემბრიდან თბილისში პროფესიონალური კრივის საღამოები ახლდება. Boxing Group Promotion-ის ორგანიზებითა და საქართველოს პროფესიონალური კრივის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორ მაკგრეგორი ბრუნდება! ირლანდიელის მორიგი ბრძოლის თარიღი ცნობილია

ირლანდიელი მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი UFC-ის უბრუნდება. 31 წლის სპორტსმენი UFC 246-ის ეგიდით, ლას ვეგასში ამერიკელ […]...
წაკითხვა