მსოფლიო თასი: 28 აპრილიდან 25,000 დაბრუნებული ბილეთი გაიყიდება
მომზადებულია Rugbyworldcup.com-ის მიხედვით
სტატიის ბმული>>>
28 აპრილს, ბრიტანეთის დროით (BST) დილის 10 საათიდან (საქართველოს დროით 13 საათიდან) ქომაგებს დამატებით მსოფლიო თასის ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ტურნირის ბილეთების გაყიდვის ოფიციალური ვებ-გვერდის tickets.rugbyworldcup.com მეშვეობით მიეცემათ.
გასაყიდად გამოვა 12 მატჩის 25.000 ბილეთ, რომელბიც დაემატება 16 მატჩის მიმდინარე ბილეთებს.
28 აპრილიდან გაიყიდება შემდეგი მატჩების ბილეთები:
ბრაიტონის საზოგადოებრივი სტადიონი, ბრაიტონი
სამხრეთ აფრიკა – იაპონია, 19 სექტემბერი
სამოა – აშშ, 20 სექტემბერი
ილენდ როუდი, ლიდსი
შოტლანდია – აშშ, 27 სექტემბერი
კინგსჰოლმ სთედიუმი, გლოსთერი
ტონგა – საქართველო, 19 სექტემბერი
შოტლანდია – იაპონია, 23 სექტემბერი
არგენტინა – საქართველო, 25 სექტემბერი
აშშ – იაპონია, 11 ოქტომბერი
სენდი პარკი, ექსეტერი
ტონგა – ნამიბია, 29 სექტემბერი
ნამიბია – საქართველო, 7 ოქტომბერი
იტალია – რუმინეთი, 11 ოქტომბერი
ვილა პარკი, ბირმინჰემი
სამხრეთი აფრიკა – სამოა, 26 სექტემბერი
ავსტრალია – ურუგვაი, 27 სექტემბერი
ხელახალი გაყიდვები
ბილეთების ხელახალი გაყიდვების ოფიციალური სერვისი, რომელიც 24 მარტს გაეშვა, ქომაგებს აძლევს იმ ბილეთების თავის ფასში დაბრუნების შესაძლებლობას, რომელთაც კონკრეტულ მატჩებზე დასწრება აღარ სურთ. ეს სერვისი უსაფრთხო, გამჭვირვალე და ავტორიზებული სისტემით ხორციელდება. ბილეთების ხელახალი გაყიდვები ოფიციალური სერვისი ტურნირის ბოლომდე იმოქმედებს. ნებისმიერი ბილეთი, რომელიც მატჩის დაწყებამდე 24 საათით ადრე დაიდება გასაყიდად დარჩება გამყიდველი ქომაგის მფლობელობაში.
Rugby.GE