მსოფლიოს ჩემპიონატი: თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ორი ბრინჯაო მოიპოვეს
3 სექტემბერს, საფრანგეთის ქალაქ მაკონში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვნენ. აღსანიშნავია, რომ ქართველმა სპორტსმენებმა ტატო გაფრინდაშვილმა და შმაგი თოდუამ ბრინჯაოს მედლების მოპოვება მოახერხეს.
გაფრინდაშვილი, რომელიც 74-კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, პირველი შეხვედრა თურქ მუჰამეტ კუცუკილდირიმთან წმინდად მოიგო. რაც შეეხება მეოთხედფინალს, ჩვენებური უნგრელ უიტმანს დაუპირისპირდა, თუმცა შეხვედრა 2:4 დათმო და რეპეშაჟში გადაერთო. ტატომ ჯერ იაპონელი იაურო იამასაკი 10:0 დაამარცხა, შემდეგ კი აზერბაიჯანელ სულეიმანოვს სუფთად სძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
რაც შეეხება შმაგი თოდუას, 60-კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ფალავანმა პირველი შეხვედრა კანადელ ბოდნარჩუკთან გამართა და მეტოქე 10:0 დაამარცხა, მერვედფინალში უკრაინელს 6:2 სძლია, მეოთხედფინალში ინდოელ შარვანს 5:3 მოუგო, 1/2-ფინალურ ეტაპზე კი ფრანგთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო. აქ თოდუას მეტოქე ფრანგი ილმან მუხტაროვი იყო, რომელსაც ანგარიშით, 11:6 აჯობა და საქართველოს მორიგი ბრინჯაოს მედალი მოუპოვა.