მსოფლიოს ჩემპიონატის კვალიფიკაცია: ჩვენი ქვეჯგუფის მიმოხილვა (ვიდეო)

თარიღი: მარტი 25, 2017

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის D ქვეჯგუფში მე-5 ტურის მატჩები გაიმართა.

“ავივაზე” ირლანდიის ნაკრებმა უელსი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მიმდინარეობისას ბურთის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, შეხვედრა გოლის გარეშე დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის 69-ე წუთზე სტუმრები მოედანზე ათი კაცით დარჩნენ. ნილ ტეილორმა სიმუს კოულმენის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა და ამ უკანასკნელს ფეხი მოსტეხა, რისთვისაც პირდაპირ წითელი ბარათით დაისაჯა.

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი. D ჯგუფი. V ტური
ირლანდია — უელსი 0:0 (0:0)
გაძევება: ნილ ტეილორი 69′.

 

ვენაში ავსტრიის ნაკრებმა მოლდოვას უმასპინძლა. მასპინძელთა დიდი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ მიილია. ავსტრიელებმა გოლები მატჩის ბოლო 15 წუთში გაიტანეს. შეხვედრის 75-ე წუთზე მასპინძლები მარკო არნაუტოვიჩმა დააწინაურა, ხოლო 90-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა მარტინ ჰარნიკმა ანგარიშში სხვაობა გაზარდა – 2:0.

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი. D ჯგუფი. V ტური
ავსტრია — მოლდოვა 2:0 (0:0)
გოლები: არნაუტოვიჩი 75′, ჰარნიკი 90′.


“დინამო არენაზე” საქართველოს ნაკრებმა სერბეთის ეროვნული გუნდი მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა. საქართველოს ნაკრებმა დაწინაურება შეხვედრის დებიუტშივე მოახერხა. ალექსანდარ კოლაროვის მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად მეკარესთან ერთი ერთზე დარჩენილმა ნიკა კაჭარავამ შანსი ხელიდან არ გაუშვა – 1:0. ტაიმის მიწურულს გაშვებულ გოლს ვერ გადავურჩით. საჯარიმოში შეჭრილი ფილიპ კოსტიჩი ოთარ კაკაბაძემ აკრძალული ხერხით შეაჩერა და მთავარმა არბიტრმაც უმალ თერთმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. დუშან ტადიჩმა პენალტი გაიტანა და წონასწორობა აღადგინა – 1:1. გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. 64-ე წუთზე სერბები დაწინაურდნენ: მოედნის შუაგულში მოგებული ორთაბრძოლის შემდეგ საგოლე ეპიზოდი ტადიჩმა განავითარა, რომელმაც საჯარიმოს წინ უყურადღებოდ დარჩენილი მიტროვიჩი მოძებნა, ამ უკანასკნელმა ბურთი გაისწორა და საგოლე დაარტყა – 1:2. 86-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა მიატ გაჩინოვიჩმა, რომელმაც პირველი სანაკრებო მატჩი ჩაატარა, გიორგი ლორიას კარში მესამე გოლიც გაიტანა და ინტრიგა საბოლოოდ მოკლა – 1:3.

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი. D ჯგუფი. V ტური
საქართველო – სერბეთი 1:3 (1:1)
გოლები: კაჭარავა 6′ – ტადიჩი 45′ (პენ), მიტროვიჩი 64′, გაჩინოვიჩი 86′.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

სანიოლი: “ვისაც დისციპლინასთან პრობლემა ექნება, თავად ამოვარდება გუნდიდან”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მის გუნდში დისციპლინის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფროილერის წითელი ბარათი “რეალთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Cartão vermelho direto para Freuler, da Atalanta. Acharam lance pra expulsão? pic.twitter.com/FJttvniBxt — […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

‘ჩემი მაისური გინდა?’ – ლიონელ მესი და “ელჩეს” მეკარე მატჩის

24 თებერვალს, ლა ლიგაში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ელჩე” მიიღო და მეტოქე დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბერიძემ “უიპეშტს” გამარჯვება და 1/4 ფინალი მოუტანა (ვიდეო)

გიორგი ბერიძემ “უიპეშტი” უნგრეთის თასის 1/4 ფინალში გაიყვანა. “უიპეშტი” “პუშკაშ აკადემიას” დაუპირისპირდა და ბერიძე...
წაკითხვა
ფეხბურთი

კონტეს ხალხის აზრი აინტერესებს: “ტიკი-ტაკა თუ ვერტიკალური ფეხბურთი?” (ვიდეო)

მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ სოციალურ ქსელში საკუთარ გამომწერებს ჰკითხა, თუ რომელ სათამაშო სტილს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოლივიე ჟირუს ბრწყინვალე გოლი “ატლეტიკოს” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Olivier Giroud’s goal! (1-0) What. A. Finish#UCL pic.twitter.com/0XmJeq0BBa — LDN (@LDNFootbalI) February 23, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სამტრედიამ” 7 ფეხბურთელი დაიმატა

“სამტრედია” ეროვნული ლიგის განახლებისთვის ემზადება და მას შემდეგ რაც გუნდი საკმაოდ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, “სამტრედიას” [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანუ რონალდუ XXI საუკუნის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც…

ტურინის “იუვენტუსისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც XXI საუკუნეში ათასზე მეტი […...
წაკითხვა
ფეხბურთი

რის გამო გამოტოვა კნეტმა “პანათინაიკოსთან” მოგებული მატჩი?

საბერძნეთის სუპერ ლიგის 23-ე ტურის მატჩში “პანეტოლიკოსმა” საკუთარ კედლებში “პანათინაიკოსი” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატ...
წაკითხვა
ფეხბურთი

წიტაიშვილმა მოქალაქეობის შესაძლო შეცვლაზე კომენტარი გააკეთა

უკრაინულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევის “დინამოს” ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა საფეხბურთო მოქალაქეობის შეცვლა და საქართველო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბელგიელმა ფეხბურთელმა სუპერგოლი უცნაურად აღნიშნა (ვიდეო)

იოჰანეს ვან დენ ბერგის გოლი “გენკის” კარში One of the best goal/celebration combinations we’ve ever […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა

უკრაინელი ჟურნალისტი იგორ ციგანიკი იუწყება, რომ კიევის “დინამოს” ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა....
წაკითხვა
ფეხბურთი

ვილი სანიოლი თბილისშია (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი თბილისშია. ფრანგი სპეციალისტი დედაქალაქში დღეს ჩამოვიდა. საქართველოს […...
წაკითხვა