მსოფლიოს ჩემპიონატზე მსაჯმა ვიდეოგამეორების ხილვის შემდეგ შეცდომა დაუშვა (ვიდეო)
20 წლამდე ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიისა და ზამბიის ნაკრებთა შორის გამართულ მატჩში არბიტრებმა ვიდეოგამერების ხილვის შემდეგ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს.
პირველი ტაიმის მიწურულს ზამბიელთა თავდამსხმელი ედვარდ ჩილუფა მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ძირს დაეცა, რის შემდეგაც მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა, თუმცა გამეორებაზე გამოჩნდა, რომ აფრიკელმა ფეხბურთელმა შვიდი ნაბიჯი გადადგა მას შემდეგ, რაც იტალიელ მცველს გასცდა.
მსაჯმა ვიდეორეფერის დახმარება მოითხოვა. ვიდეოგამეორების ხილვის შემდეგ არბიტრმა იტალიელ ფეხბურთელს წითელი ბარათიც უჩვენა, თუმცა პენალტის ნაცვლად საჯარიმო დარტყმა დანიშნა.
რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად, მატჩი იტალიელებმა დამატებით ტაიმში გატანილი გოლის წყალობით მოიგეს (3:2).
Video technology in football won’t remove all controversy. Player (defender) sent off for this in U20 World Cup pic.twitter.com/u1rmVBYKon
— James Nalton (@JDNalton) 5 June 2017