მსოფლიოს მომავალი ჩემპიონი 35 მილიონ დოლარს მიიღებს
ფიფა-მ ის თანხები დაასახელა, რომელიც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეებს გადაეცემათ.
ტურნირის გამარჯვებული 35 მილიონ დოლარს მიიღებს, ხოლო ფინალისტი – 25 მილიონს. ნაკრებს, რომელიც ბრინჯაობს მედლებს მოიგებს, 22 მილიონ დოლარი გადაეცემა, ხოლო მეოთხე ადგილზე გასული გუნდი 20 მილიონით დაჯილდოვდება.
ნაკრებები, რომლებიც ასპარეზობას 1/4 ფინალში შეწყვიტავენ 14 მილიონი დოლარი გადაეცემათ. ამავე დროს, 1/8-ფინალისტები 9 მილიონით დასაჩუქრდებიან.
რაც შეეხება გუნდებს, რომლებიც ჯგუფიდან გასვლას ვერ მოახერხებენ, ისინი 8 მილიონ დოლარს მიიღებენ.
აქედან გამომდინარე, ჯამში, 32 გუნდზე ფიფამ 358 მილიონი დოლარი გამოჰყო.
გარდა ამისა, ტურნირისთვის მოსამზადებელი პროცესისთვის ყოველ გუნდს დამატებით 1,5 მილიონი გადაეცემა. 70 მილიონი დოლარი კი იმ კლუბებისთვის გამოიყოფა, რომელთა მოთამაშეებიც პლანეტის პირველობაში მიიღებენ მონაწილეობას.
და ბოლოს, 100 მილიონი კლუბთა დაცვის პროგრამას გადაერიცხება, რომელიც 2012 წლიდან ფუნქციონირებს.
ალექსანდრე მატევოსოვი