მსოფლიოს ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი „მილანის“ პირველ გუნდში გადადის

თარიღი: მაისი 14, 2014

„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი გუშინ კლუბის ბაზას ეწვია, სადაც ფეხბურთელებს მათი ახალი თანაგუნდელი – 15 წლის ჰაშიმ მასტური წარუდგინა.

ამიერიდან ახალგაზრდა ფეხბურთელი „როსონერის“ პირველ გუნდში ივარჯიშებს. მასტური თავის პირველ პროფესიულ კონტრაქტს 15 ივნისს გააფორმებს, როდესაც მას 16 წელი შეუსრულდება.

შეგახსენებთ, რომ ჰაშიმ მასტური მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელად არის დასახელებული.

აქვე გთავაზობთ მისი თამაშის ამსახველ ვიდეომასალას.

 

მსგავსი სიახლეები