მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კლუბი დასახელდა – ვინ არის ლიდერი საქართველოში?
JDSports-მა სხვადასხვა საძიებო სისტემების მონაცემებზე დაყრდნობით მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კლუბები დაასახელა. ცნობილია იმ კლუბების სახელები, რომლებსაც ინტერნეტში ყველაზე ხშირად ეძებენ.
აფრიკა
აფრიკაში ყველაზე პოპულარული კლუბი მადრიდის “რეალი”. აფრიკის კონტინენტის რამდენიმე ქვეყანაში “მანჩესტერ იუნაიტედი” ლიდერობს, რამდენიმეში – ლონდონის “არსენალი”. რა თქმა უნდა, ეგვიპტეში ყველა პოპულარული კლუბი “ლივერპულია”, ამის მიზეზი კი მოჰამედ სალაჰია.
აზია
აზიაში ყველაზე პოპულარული კლუბი მადრიდის “რეალია”. რამდენიმე ქვეყანაში პრემიერ ლიგის კლუბები – “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ლივერპული” და “არსენალი” ლიდერობენ.
ევროპა
ევროპის ბევრ ქვეყანაში, ინტერნეტში ყველაზე ხშირად თავიანთი ქვეყნის კლუბებს ეძებენ, თუმცა “რეალი” აქაც გამორჩეული. საქართველოშიც ყველაზე ხშირად ინტერნეტში “რეალს” ეძებენ.
საერთო სურათი
შეიძლება, ითქვას, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მადრიდის “რეალია”.