მსოფლიოზე ბორჯღალოსნების I მატჩს პლანეტის ერთ-ერთი გამორჩეული მსაჯი ნაიჯელ ოუენსი გაუძღვება
მსოფლიო თასამდე 79 დღით ადრე, ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტმა ჯგუფური ეტაპის მსაჯების და თანამსაჯების ვინაობა დაასახელა.
რაგბში მსაჯების როლი დიდია და მწვრთნელების სათამაშო ტაქტიკის შერჩევისას ხშირად მსაჯთა შემადგენლობასაც ითვალისწინებენ. 18 სექტემბერს, ტურნირის გახსნით შეხვედრას ინგლისისა და ფიჯის ნაკრებებს შორის, სამხრეთ აფრიკელი იაკო პეიპერიუმსაჯებს.
საქართველოსა და ტონგას შეხვედრას, რომელიც 19 სექტემბერს გლოსთერში გაიმართება, სარაგბო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეფერი, უელსელი ნაიჯელ ოუენსიმომსახურება. მას ასევე უელსელი ლეითონ ჰოჯისი და ახალ ზელანდიელი ქრის პოლოქიდაეხმარებიან.
25 სექტემბერს საქართველოსა და არგენტინის შეხვედრას ინგლისელი ჯეი-პი დოილიგაუძღვება, რომელმაც 2014 წელს საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებებს შორის გამართული ტესტ-მატჩი იმსაჯა. მას კიდეებიდან ზემოთნახსენები ნაიჯელ ოუენსი და სამხრეთ აფრიკელი სთიუართ ბერი დაეხმარებიან.
2 ოქტომბერს ბორჯღალოსნები კარდიფში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ახალ ზელანდიას შეხვდებიან. რეფერი ფრანგი პასკალ გოზერი იქნება, რომელმაც 2014 წლის ნოემბრის ტესტებზე თბილისში საქართველოსა და ტონგას შეხვედრა განსაჯა. მისი ასისტენტები ავსტრალიელი ანგუს გარდნერი და ფრანგი მატიო რეინალი არიან. ამ უკანასკნელმა ახლახანს თბილისის თასზე საქართველოსა და “მზარდი ირლანდიის” შეხვედრა იმსაჯა.
და ბოლოს, 7 ოქტომბერს, ექსეტერში, საქართველოსა და ნამიბიის ნაკრებების შეხვედრის მთავარი მსაჯი ირლანდიელი ჯორჯ ქლენზი იქნება, რომელსაც ქართველთა მატჩი ორჯერ გაუსჯია. ოთხი წლის წინ, მსოფლიო თასზე, ის “ბორჯღალოსნების” შოტლანდიასთან მატჩს მსაჯობდა, ხოლო 2013 წელს სან ხუანში არგენტინისა და საქართველოს ნაკრებების ტესტ-მატჩს მოემსახურა. მისი პირველი ასისტენტი ფრანგირომენ პუატი იქნება, რომლის მსაჯობითაც ქართველებმა ტესტ-მატჩებში სამოასა და იაპონიის ნაკრებები დაამარცხეს. მეორე თანამსაჯი სამხრეთ აფრიკელი სთიუართ ბერი.
Rugby.GE