მსუქანი ბალოტელი – რა ფოტოს აქვეყნებს ფეხბურთელი სოციალურ ქსელში

თარიღი: სექტემბერი 16, 2018

“ნიცას” თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი L’Equipe-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ფრანგული გამოცემის ცნობით, “ნიცამ” იტალიელი ფეხბურთელი ზედმეტი წონის გამო დააჯარიმა.

L’Equipe-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ბალოტელი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“ზედმეტი წონის გამო დამაჯარიმეს? შეხედეთ ჩემს აღნაგობას. სასაცილოა, რომ ზედმეტ წონაზე საუბრობთ”, – წერს ბალოტელი.

ამის შემდეგ “სუპერმარიომ” ფოტო ასეთი წარწერით გამოაქვეყნა: “სულ ახლახანს სელფი გადავიღე! ეჭვები აღარ არსებობს!”



მსგავსი სიახლეები