მჭედლიძის და ანანიძის ბოლო შანსი – რომელი შეძლებს?
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ლიდერები, 28 წლის ჯანო ანანიძე და 31 წლის ლევან მჭედლიძე მთელი საფეხბურთო კარიერა ტრავმებმა გატანჯეს და ბოლოს ძალები საქართველოს ეროვნულ ლიგაშიც მოსინჯეს.
სამწუხაროდ, ანანიძემ “დინამო თბილისში” დაბრუნების შემდეგ მხოლოდ 1 მატჩში ითამაშა და შემდეგ კვლავ ტრავმა მიიღო.
მჭედლიძე ჯერ “დინამო თბილისში” გადმოვიდა “ემპოლიდან”, რამდენიმე შეხვედრაში შეცვლაზე გამოვიდა და ერთადერთი გოლი ბათუმის “დინამოს” გაუტანა, რომელიც პრაქტიკულად საჩემპიონო აღმოჩნდა. შემდეგ დაზიანდა, ჩემპიონი გახდა და ბათუმის “დინამოში” წავიდა, სადაც მხოლოდ 3 თამაშში გამოჩნდა და 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტია.
მჭედლიძე სოციალურ ქსელში აქტიურად დებს ვარჯიშის ვიდეოებს და შესაძლოა, მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება. რამდენიმე თვის წინ იტალიიდან დაინტერესებაზეც ამბობდა, თუმცა ჯერ ახალი არაფერია.
თავის მხრივ, ანანიძე სანაკრებო პაუზის დროს “დინამოსთან” ერთად ემზადებოდა, შემდეგ მუხლის არეში ტკვილი იგრძნო და ინდივიდიალურ ვარჯიშზე გადავიდა. მას გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს და დაახლოებით ცნობილი გახდება, როდის შეძლებს დაბრუნებას. ბოლო 2 წელია ჯანოს პრაქტიკულად არც უთამაშია.
წლების წინ ამომავალმა ვარსკვლავებმა, 28 წლის გიორგი ჭანტურიამ და 31 წლის ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა უკვე დაასრულდეს. ყენია გერმანიის მე-4 ლიგის გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტია.