მთავრობა: “სპორტული აქტივობა ივლისიდან დაიწყება”
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის გეგმა წარმოადგინა, რომელიც სხვადასხვა ეტაპად იყო დაყოფილი
პირველ ეტაპზე 27 აპრილიდან ონლაინ ვაჭრობა, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, მიტანის მომსახურება და სხვა საქმიანობები განახლდება. მე-2 ეტაპზე მშენებლობა, ავტო-სამრეცხაოები და სხვა მომსახურებები.
აღსანიშნავია, რომ სპორტულ-გამაჯანსაღებელი, გასართობი საქმიანობა ყველაზე ბოლოს, მე-6 ეტაპზე, დაახლოებით 6-15 ივლისიდან იქნება ნებადართული. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სხვადასხვა ჩემპიონატი ივლისიდან აგვისტოს დასაწყისში უნდა დაიწყოს.
გუნდებს დასჭირდებათ გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი, მაგრამ თუ ისინი შეძლებენ 2-3 კვირით ადრე ვარჯიშების ჩატარებას და რადგან დაახლოებით ვიცით, როდის დაიწყება სპორტული აქტივობა, ივლისში ჩემპიონატების განახლება მეტ-ნაკლებად შესაძლებელი იქნება.