“მცემა, ცხვირი გამიტეხა, დახრჩობით დამემუქრა” – გოგრიჭიანს მეგობარი გოგონა ძალადობაში ადანაშაულებს
საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, გოჩა გოგრიჭიანის შვილს, უმცროს გოგა გოგრიჭიანს ყოფილი შეყვარებული ძალადობაში ადანაშაულებს.
22 წლის გოგა გოგრიჭიანი “ბალტიკაში” თამაშობს.
“მე მას ადამიანს ვერ დავუძახებ, ის ხშირად მცემდა, თუმცა ახლა ყველა ზღვარს გადააბიჯა.უკვე აღარ შემიძლია გავჩერდე და გავუძლო”
“მან მე ცხვირი გამიტეხა. ოპერაციის შემდეგ დავბრუნდი, თაბაშირი მედო და კიდევ ერთხელ მომაყენა ტრავმა. ხელი დამადო და ცხვირზე მთელი ძალით დამაწვა. ასევე, ფეხით მთელ სხეულზე მირტყამდა და ბარძაყზე უზარმაზარი ჰემატომა მაქვს. მემუქრებოდა, რომ დამახრჩობდა” – განაცხადა კრისტინა კუდუსმა.
“ბალტიკას” ხელმძღვანელობამ ფეხბურთელს ვარჯიშში მონაწილეობა აუკრძალა, მანამ სანამ, გამოძიება დასრულდება.
თავის მხრივ, გოჩა გოგრიჭიანი-უფროსი ამ ყველაფერს აბსურდს ეძახის და ამბობს, რომ კუდუსს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებს.
კუდუსი ბოდიბილდერია.