მცველები, რომლებმაც მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს
არნემის “ვიტესის” კაპიტანმა გურამ კაშიამ 20 სექტემბერს “გრააპსპახის” კარის დალაშქრა და ევროპაში, მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მცველი გახდა.
ამჟამად, ევროპულ ტოპ ჩემპიონატებში კაშიას მსგავსი შედეგი მხოლოდ “ნორვიჩის” მცველს, რასელ მარტინს აქვს.
გურამ კაშია (“ვიტესი”) – 3 გოლი
რასელ მარტინი (“ნორვიჩი”) – 3 გოლი
ვინსენ კომპანი (“მანჩესტერ სიტი”) – 2 გოლი
ჯოელ ვარდი (“კრისტალ პალასი”) – 2 გოლი
მარკოს მენდოზა (“ფიორენტინა”) – 2 გოლი
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში, “გრააპსპახის” გარდა, “კამბურსა” და “უტრეხტს” გაუტანა.