მწვრთნელები, რომლებსაც ვან ბასტენის იდეები არ მოეწონათ
დაახლოებით ერთი კვირის წინ, ფიფას ტექნიკურმა დირექტორმა, მარკო ვან ბასტენმა საზოგადოებას რიგი იდეები გააცნო, რომლებმაც შესაძლოა, მომავალში ხორცი შეისხას.
მაგალითად, ვან ბასტენის იდეები პენალტების, თამაშგარე მდგომარეობისა და ყვითელი ბარათების გაუქმებას ითვალისწინებდა. ასევე, ფეხბურთში, შესაძლებელია, ჯარიმების ლიმიტიც ვიხილოთ.
ვან ბასტენის იდეებს რამდენიმე ცნობილი მწვრთნელი უკვე გამოეხმაურა.
იურგენ კლოპი: “ამას მართლა განიხილავთ? ალბათ, ახალი სპორტის სახეობის ჩამოყალიბება გსურთ… ეს პრობლემა არ იქნება.”
არსენ ვენგერი: “თამაშგარე მდგომარეობის გაუმქებაში საინტერესოს ვერაფერს ვხედავ. თამაშგარე მდგომარეობის წესი ჭკვიანურია, ჩემი აზრით, ეს გუნდს უფრო ორგანიზებულს ხდის.”
კრისტიან გურკუფი: “ეს ყველაზე სულელური რამ არის, რაც კი ბოლო დროს წამიკითხავს, ძალიან დიდი სისულელეა…”
სლავენ ბილიჩი: “წარმოდგენა არ მინდა, რას დაემსგავსება ფეხბურთი თამაშგარე მდგომარეობის გაუქმების შემდეგ. ყველა მეკარესთან დადგება და ბურთს იქ დაელოდება.”
მაურისიო პოჩეტინო: “მესმის, რომ როცა ოფისში ხარ, ახალი იდეები უნდა მოიფიქრო, მაგრამ ფეხბურთი თამაშგარე მდგომარეობის გარეშე, არ წამომიდგენია.”