მწვრთნელებმა დინამო – მერანი შეაფასეს
დინამო არენაზე გამართული დინამო 4:2 მერანის დასრულების შემდეგ, სტადიონის მედია დარბაზში ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.
დუშან უჰრინი – ტრადიციად იქცა, როდესაც ჩვენ მოედანზე ვთამაშობთ, მეტოქე გუნდები ძირითადად კონტრშეტევაზე თამაშობენ. პირველი ტაიმის შემდეგ ფეხბურთელებს მეტი კონცენტრაციისკენ და აქტიურობისკენ მოვუწოდე. პირველი გოლი მეტოქეს ფაქტობრივად ჩვენ ვაჩუქეთ, ასეთივე საჩუქარი იყო მეორე გოლიც. რამდენიმე ინდივიდუალური და გუნდური შეცდომის მიუხედავად დღეს შეხვედრა ჩვენ სასარგებლოდ დავასრულეთ, მეტოქის კარში კი ოთხი გოლი გავიტანეთ. დიდი ხანია ამდენი გოლი ჩვენ მოედანზე არ გაგვიტანია და ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა იმ ფორმას ვუბრუნდებით, როგორშიც წინა სეზონში ვიმყოფებოდით.
მალხაზ ჟვანია – დინამოს დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ და ჩემპიონატში წარმატებას ვუსურვებ. რაც შეეხება ჩემ გუნდს, ფეხბურთელებს ეტყობოდათ დაღლილობა. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ბიჭებმა შეძლეს და დინამოს მეტ-ნაკლებად წინააღმდეგობა გაუწიეს. შეხვედრის საწყის წუთებში იძულებითი ცვლილების განხორციელება მოგვიწია, დაცვაში დაშვებულ შეცდომას ჩვენ კარში გატანილი გოლი მოჰყვა, საბოლოოდ კი დღევანდელი შეხვედრა წავაგეთ.
FCDinamo.GE