მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსები დაიწყო
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია ცენტრში მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის ახალი კურსი დაიწყო. მონაწილეებსსაქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე და სფფ-ის რეგიონთა და ახალგაზრდული ფეხბურთისგანყოფილების ხელმძღვანელი, გოჩა თამაზაშვილი შეხვდნენ, კურსის მნიშვნელობა გააცნეს და წარმატებული სასწავლო პროცესი უსურვეს.
მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი 10 დღის განმავლობაში ჩატარდება და მოიცავს როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულკომპონენტს. ამ ეტაპზე სწავლებას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 25 ლიცენზიის მაძიებელი გაივლის.
აღნიშნული კურსი მწვრთნელთა განათლების პროგრამის პირველი საფეხურია, რის შემდეგაც 1 წლის სამუშაო სტაჟის მქონე მწვრთნელებსუკვე საშუალება ექნებათ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე გააკეთონ განაცხადი.
Gff.Ge