მწვრთნელთა განათლების PRO ლიცენზიის კურსი დაიწყო

თარიღი: თებერვალი 20, 2018

20 თებერვალს, სასტუმრო მოხალისემ სამწვრთნელო განათლების უმაღლესი საფეხურის პირველ დღეს უმასპინძლა. PRO-ლიცენზიის კურსს, რომელიც უეფას უშუალო ჩართულობით ტარდება, ამჟამად, 20 ქართველი მწვრთნელი გადის.

კურსის სამუშაო ნაწილის დაწყებამდე, ლიცენზიის მაძიებლებს სიტყვით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და წარმატებები უსურვა. ლევან კობიაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას ჩართულობისთვის და პირადად ფრენკ ლუდოლფს – უეფას მწვრთნელთა განათლების პროგრამის ხელმძღვანელს და გენადი სკურტულს – უეფას მწვრთნელთა განათლების ექსპერტს, რომლებიც უშუალოდ ესწრებიან კურსს.

“საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით, მსურს, წარმატებები გისურვოთ და დავაფიქსირო უდიდესი პატივისცემა თითოეული თქვენგანის მიმართ. მოხარული ვარ, რომ ჩვენ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სამწვრთნელო განათლების უმაღლეს საფეხურზე გმასპინძლობთ. ამასთან, ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც, უეფას გადაწყვეტილებით, პრო-ლიცენზიას მუდმივად გასცემს და თქვენ საშუალება გაქვთ, რომ ეს პროგრესი პირადად იგრძნოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კურსი იქნება გარდამტეხი თქვენთვის, თქვენი წინსვლისთვის და წინ კიდევ უფრო ბევრი წარმატება და აღიარება გელოდებათ. მინდა, გამოვხატო ჩვენი მადლიერება უეფას მიმართ და აღვნიშნო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის მათი ნდობა და აღიარება. მათი მუდმივი და უშუალო ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ჩვენი მიზნების განხორციელება. ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ უეფას მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით, რაც განსაკუთრებული მოტივაცია და ამასთან დიდი პასუხისმგებლობაა. ასევე აუცილებელია აღინიშნოს, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერა. ჩვენ ერთობლივად შევძელით, რომ ამ გამოწვევისთვის ღირსეულად გვეპასუხა“,- აღნიშნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

კურსის მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა უეფას მწვრთნელთა განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა ფრენკ ლუდოლფმა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კურსის სამაგალითოდ ორგანიზებისათვის და მწვრთნელთა განათლების როლზე ისაუბრა: “ მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვარ და ვესწრები უეფას მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურის კურსის გახსნას. როგორც ლევანმა უკვე აღნიშნა, მწვრთნელთა განათლება ფეხბურთის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად მუშაობს. თუ საქართველოში ფეხბურთის განვითარება გვინდა, აუცილებელია, რომ გვყავდეს მეტი პროფესიონალი მწვრთნელი“,- აღნიშნა მან.

კურსის შინაარსზე ისაუბრა უეფას მწვრთნელთა განათლების ექსპერტმა გენადი სკურტულმა. მან ყურადღება კურსის ახალ რეგულაციებზე და უეფას სამწვრთნელო კონვენციასთან შესაბამისობაზე გაამახვილა: “მიმაჩნია, რომ აღნიშნული კურსი, განსხვავებით წინა პროგრამისგან, უფრო ინტერაქტიული იქნება. უეფას ახალი რეგულაციის შესაბამისად, პირველად კურსზე გვეყოლებიან მენტორები. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ლიცენზიის მაძიებელს გამოცდილი მწვრთნელები გაუწევენ კოორდინაციას“.

სფფ-ის მწვრთნელთა განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა ვასილ მაისურაძემ სამწვრთნელო განათლების შემადგენელი პრაქტიკული და თეორიული კომპონენტები აღნიშნა და პროგრამის რამდენიმე მოდულზე ისაუბრა.

პროგრამა შეაფასეს ლიცენზიის მაძიებლებმაც:

გიორგი ჭიაბრიშვილი: “PRO- ლიცენზიის კურსის გავლა ძალიან მნიშვნელოვანია. დიდ პატივთან ერთად, ეს დიდი გამოწვევაა. ახალი ინფორმაციის მიღება ყოველთვის სირთულეებთანაა დაკავშირებული. ვფიქრობ, ამ კურსის საშუალებით თანამედროვე ფეხბურთის შესახებ უამრავ საჭირო ინფორმაციას მივიღებთ. წარსულში ეს პროექტი ყველასთვის არ იყო ხელმისაწვდომი, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, რომ დღეს ამ დონეზე ტარდება პრო ლიცენზიის კურსი. აქვე, მინდა, მადლობა გადავუხადო ფეხბურთის განვითარების ფონდს დაფინანსებისთვის და იმისთვის, რომ მწვრთნელებზე კეთდება აქცენტი. განათლებული მწვრთნელების გარეშე გამორიცხულია წარმატებულ საფეხბურთო ქვეყნად ჩამოვყალიბდეთ”.

უჩა სოსიაშვილი: “პრო ლიცენზიის კურსი სწორედ იმას ემსახურება, რომ თანამედროვე ფეხბურთში არსებულ სიახლეებს გავეცნოთ, განვვითარდეთ და ავიმაღლოთ კვალიფიკაცია. ჩვენი მიზანი ისაა, რომ ეს სიახლეები შევისწავლოთ და მათი რეალიზება მოვახდინოთ ქართულ ფეხბურთში. აქედან გამომდინარე, ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველოში ასეთი დონის კურსი ტარდება. დიდი მადლობა ყველა ორგანიზატორსა და ჩართულ პირს“.

PRO-ლიცენზიის მაძიებლები პროგრამას 2 წლის განმავლობაში გაივლიან.

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“არსენალმა” გასვლაზე ფრანკფურტის “აინტრახტი” გაანადგურა (ვიდეო)

19 სექტემბერს ევროპა ლიგის 2019/20 წლების სეზონის გათამაშების ჯგუფურმა ეტაპმა აიღო სტარტი. ტურის ცენტრალურ შეხვედრას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში წინ წაიწია

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 3 საფეხურით დაწინაურდა. სამხრეთ კორეასთან და დანიასთან დასრულებული 2 ყაიმის შემდეგ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ლევან მჭედლიძე “დინამოს” ფეხბურთელია

ეროვნული ლიგის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ლევან მჭედლიძე თბილისის “დინამოს” შეუერთდა. მჭედლოს საქართველოში დაბრუნების შესახებ ინფორმა...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუს საგოლე მომენტი 94-ე წუთზე (ვიდეო)

18 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკო” საკუთარ მოედანზე ტურინის “იუვენტუსს” დაუპირისპირდა და ფრედ [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა: მეორე სათამაშო დღე (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი მეორე სათამაშო დღე გაიმართა. A ჯგუფი “ბრიუგე” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნიკოლოზ საბანაძეს მძიმე ტრავმა აქვს

ბათუმის “დინამოს” თავდამსხმელი, ნიკოლოზ საბანაძე ტრავმირებულია და უცნობია, თუ როდის დაუბრუნდება მოედანს. საბანაძეს ხერხემლის მალთაშუა თიაქ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი გოლი გაუტანა ტომას მიულერმა “ცრვენა ზვეზდას” (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო GOAL! #Bayern 3-0 RedStarBelgrade (#Muller ) #UCL pic.twitter.com/7n8lK6Fy2i — Rodgerthis (@TumoRodgers) September 18, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პარი სენ-ჟერმენმა” შინ მადრიდის “რეალი” გაანადგურა (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში “პარი სენ-ჟერმენმა”, რომელიც ლიდერების გარეშე იყო დარჩენილი, მადრიდის “რეალის” [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხუან კუადრადოს ულამაზესი გოლი “ატლეტიკოს” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო JUAN CUADRADO JUST SCORED THIS GOAL FOR JUVENTUS AGAINST ATLETICO MADRID. WOW!!! 🔥🔥🔥 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ: “იუვენტუსის” კარში გატანილი გოლი სექსზე უკეთესი არ არის”

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდუმ ITV-ის ჟურნალისტ პირს მორგანთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან კარიერულ [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: დავიდ ნერესი და დუშან ტადიჩი გოლის აღნიშვნისას (ვიდეო)

17 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში “აიაქსი” საკუთარ მოედანზე “ლილს” დაუპირისპირდა და მეტოქე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან მჭედლიძე საქართველოში ბრუნდება

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 29 წლის ქართველი თავდამსხმელი, ლევან მჭედლიძე კარიერას თბილისის “დინამოში” გააგრძელებს. მჭედლიძე 11 [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა: პირველი სათამაშო დღე (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი პირველი სათამაშო დღე გაიმართა. E ჯგუფი “ნაპოლი” […]...
წაკითხვა