მუნდიალი-2014: ინტრიგა, ტენდენცია, მოლოდინი

თარიღი: ივნისი 8, 2014

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ოთხი დღე დარჩა. ტურნირის ფავორიტების შესახებ აქამდეც ბევრი მოსაზრება გამოითქვა და ამის შემდეგაც ბევრი გამოითქმება, თუმცა მუნდიალზე სხვა მრავალი დეტალიც იწვევს ინტერესს. განვიხილოთ რამდენიმე საინტერესო დეტალი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ მუნდიალის მსვლელობის დროს.

 

ინტრიგა
მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულის ვინაობის გარკვევის გარდა, ტურნირს სხვა დამატებითი ინტრიგაც ახლავს თან. საინტერესოა, შეძლებს თუ არა გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე მუნდიალის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსის დაბევებას. გერმანელ ფეხბურთელს ამ ტურნირზე 14 გოლი აქვს გატანილი, რაც ერთი გოლით ნაკლებია ბრაზილიელი რონალდოს მონაგარზე. კლოზემ გუშინწინ გერმანიის ნაკრების ფორმით რიგით 69-ე გოლი გაიტანა, ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი დაამხო და გერმანიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მიროსლავ კლოზე მუნდიალს კარგი განწყობით ხვდება და რონალდოს რეკორდის გაუმჯობესებასაც შეეცდება.

 

ტენდენცია
ევროპული საკლუბო ფეხბურთის ბოლო ორ სეზონში ნათლად გამოჩნდა, რომ ტიკი-ტაკას ერა, „ბარსას“ სტილი წარსულს ბარდება. საკლუბო დონეზე უკვე ბევრი კლუბი და მწვრთნელი გაუმკლავდა „ბარსელონას“ ჩვეულ და „ბაიერნის“ განახლებულ მეთოდს. ტიკი-ტაკას მოძველების ტენდენცია სანაკრებო დონეზეც შეიმჩნევა. 2013 წლის კონფედერაციის თასზე ბოლომდე ვერ გაამართლა ამ მეთოდმა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფინალურ შეხვედრაში მასპინძელმა ბრაზილიის ნაკრებმა ესპანეთს სამი უპასუხო გოლი აგემა. საინტერესოა, გაგრძელდება მუნდიალზე ეს ტენდენცია?

 

მოლოდინი
განსაკუთრებული ყურადღება იგრძნობა ბელგიის ნაკრების მიმართ. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ბელგიელთა გუნდის საშუალო ასაკი 25 წელია. ბელგიის ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი სათამაშო ფორმის პიკზეა, თითქმის ყველა მოთამაშე წამყვან ევროპულ კლუბებში ასპარეზობს.

მეორე, შეუძლებელია, არ გავამახვილოთ ყურადღება იმ ფაქტს, რომ ბელგიელთა საშუალო სიმაღლე 1,87 სანტიმეტს უტოლდება(!) თუ რომელიმე მატჩი ბელგიელთა დამრიგებლის, მარკ ვილმოტსის სცენარით არ წარიმართა, ადვილი მისახვედრია, რა იქნება მათი გეგმა B…

მესამე, ბელგიის ნაკრებს შეტევის ხაზში ჰყავს ფანტასტიურად მოთამაშე რომელუ ლუკაკუ. დაახლოებით ერთი თვის წინათ მას 21 წელი შეუსრულდა, უმაღლეს დონეზე კი უკვე 83 (!) გატანილი გოლი აქვს. შედარებისთვის: ამ ასაკში ლეო მესის 61, კრიშტიანუ რონალდუს კი 66 ბურთი ჰქონდა გატანილი.

ბექა დოგრაშვილი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

სამირ ნასრიმ კარიერა დაასრულა

ცნობილმა ფრანგმა ფეხბურთელმა სამირ ნასრიმ 34 წლის ასაკში ბუცები ლურსმანზე დაკიდა. ის ბოლოს ბელგიური “ანდერლეხტის” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

‘მე რაც შემეძლო გავუკეთე, ახლა აქეთ უნდა გამიკეთოს რეკლამა’ – ჯუღელი ხვი

ყაზანის “რუბინის” გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა 20 წლის ფეხბურთელის გარშემო არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანტონიო რიუდიგერს “რეალში” გადასვლა უნდა

ლონდონის “ჩელსის” მცველ ანტონიო რიუდიგერს თვალი კარისკენ უჭირავს. მიუხედავად იმისა, რომ “ლურჯებს” გერმანელ ფეხბურთელთან შრომით...
წაკითხვა
ფეხბურთი

‘ასეთ დროს მე გადაცემას არ მიკეთებს’ – მბაპე ნეიმარზე (ვიდეო)

25 სექტემბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ში “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “მონპელიე” მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პუტინს რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება კიდევ ერთხელ სურს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის კიდევ ერთხელ მასპინძლობის იდეაზე ფიქრობს. როგორც იცით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სალაჰმა “ლივერპულში” რეკორდი დაამყარა

ინგლისის პრემიერლიგის მეექვსე ტურში “ლივერპული” “ბრენტფორდს” ესტურმა და მეტოქესთან ანგარიშით 3:3 დაზავდა. მერსისაიდელთაგან ერთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხორვატი ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენეს – მიზეზი მოედნის ცენტრში სექსია

დინო დრპიჩი ზაგრების “დინამოსა” და ხორვატიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია, რომელმაც კარიერა გასულ წელს, 39 წლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პაოლო მალდინის რეაქცია დანიელის სადებიუტო გოლზე (ვიდეო)

25 სექტემბერი მალდინების ოჯახისთვის მნიშვნელოვანი დღე აღმოჩნდა. მალდინების საფეხბურთო შთამომავლობის მესამე თაობის წარმომადგენელმა, დანიელ მალდინიმ, [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ შეასრულა ბოლო წუთებზე პენალტი ბრუნო ფერნანდეშმა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის ეგიდით “ოლდ ტრაფორდმა” “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ასტონ ვილას” დაპირისპირებას უმასპინ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდაშვილი სკამზე – ბორდალასმა სილესენი დააბრუნა

“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა “ბილბაოსთან” ძირითად შემადგენლობაში იასპერ სილესენი დააბრუნა და გიორგი მამარდა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტიმ” გასვლაზე ლონდონის “ჩელსი” დაამარცხა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგის მეექვსე ტური ცენტრალურმა დაპირისპირებამ გახსნა ლონდონის “ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტის” მონაწილეობით. ჩე...
წაკითხვა
ფეხბურთი

რომელ საფეხბურთო აკადემიაში მიიყვანა ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი ძმა?

ბიზნესმენმა ილია კოკაიამ საფეხბურთო გადაცემა “ტაიმაუტში ვლადიმერ გუცაევთან ერთად” “ზესტაფონის” აკადემიაზე ისაუბრა და მათ შორის...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა”: “ჩვენი ტალანტი შოთა არველაძემ აღმოაჩინა”

კატალონიის “ბარსელონამ” თურქული “კაისერისპორიდან” 2 მილიონად 17 წლის ემრე დემირი იყიდა, რომელიც ჯერ “ბარსელონა ბ”-...
წაკითხვა
ფეხბურთი

საბა ლობჟანიძის ფასი მალე გაორმაგდება!

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თურქული “ჰათაისფორის” 26 წლის შემტევი ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე საუცხოო ფორმაშია და […]...
წაკითხვა