მუნდიალის სასტარტო მატჩში რუსეთმა საუდის არაბეთი გაანადგურა (ვიდეო)
მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირის სასტარტო მატჩში, რომელიც მოსკოვის “ლუჟნიკზე” გაიმართა, რუსეთის ნაკრებმა საუდის არაბეთი ანგარიშით 5:0 გაანადგურა.
მასპინძლებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და მე-12 წუთზე იური გაზინსკიმ ანგარიში თავური დარტყმით გახსნა. პირველი ტაიმის შუაწელს რუსთა ერთ-ერთმა ლიდერმა ალან ძაგოევმა კუნთი გაიჭიმა და შესაცვლელი გახსდა, მის ნაცვლად კი მოედანზე დენის ჩერიშევი გამოვიდა, რომელმაც პირველი ნახევრის მიწურულს მასპინძლების უპირატესობა ორბურთიანი გახადა.
რუსეთის ნაკრებმა შეხვედრის მეორე ტაიმში კიდევ სამი ბურთი გაიტანა: არტემ ძიუბა მოედანზე ერთი წუთის გამოსული იყო, როდესაც გოლის გატანა მოახერხა. შეხვედრის კომპენსირებულ დროში კი ჯერ ჩერიშევმა შეასრულა დუბლი, შემდეგ კი ალექსანდრ გოლოვინმა საჯარიმო დარტყმით გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5:0.
მსოფლიოს ჩემპიონატი
A ჯგუფი (I ტური)
რუსეთი — საუდის არაბეთი 5:0 (2:0)
გოლები: გაზინსკი 12′, ჩერიშევი 43′, 90+1′, ძიუბა 71′, გოლოვინი 90+4′.