მუნიე: “ისინი თერთმეტმეტრიანებს მონაცვლეობით შეასრულებენ”
“პარი სენ-ჟერმენსა” და “ბორდოს” შორის გამართულ მატჩში მონაწილეობის მიღების შემდეგ, ტომას მუნიემ პრესასთან რამდენიმე ძალიან აქტუალურ საკითხზე ისაუბრა, რომელთაგან ერთ-ერთიც პენალტის შემსრულებლის პრობლემაა.
“პენალტის შესრულებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემა ემერიმ აღმოფრხვა. ამიერიდან კავანი და ნეიმარი პენალტებს მონაცვლეობით შეასრულებენ. კიდევ ერთი პენალტი რომ დანიშნულიყო, მას ედი შეასრულებდა.
დიდებული სათამაშო კვირა გამოგვივიდა, ძალიან ეფექტიანები ვიყავით. მოხარული ვართ, რომ სისტემა შეტევითი ფეხბურთის თამაშის საშუალებას გვაძლევს და ამ დროისთვის, ყველაფერი ისე მიდის, როგორც ჩვენ გვინდა.
ბუნებრივია, იქნებიან “მონპელიეს” მსგავსი გუნდები, რომლებიც ჩვენს ბლოკირებას შეეცდებიან. ამაზე ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო, ჩვენ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია,” – აცხადებს მუნიე.