მუნიემ მბაპეზე: “ზიდანი და რონალდო ასე არ იქცეოდნენ”
ბელგიის ნაკრებისა და “პარი სენ-ჟერმენის” მარჯვენა მცველმა, ტომას მუნიემ თანაკლუბელი კილიან მბაპე სიმულიანტობისათვის და დროის გაყვანისათვის გააკრიტიკა.
როგორც იცით, 10 ივლისს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრებმა ბელგია მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
“პარი სენ-ჟერმენში” იშვიათად მინახავს, მას დრო ისე გაყავდეს, როგორც ამას ჩვენს წინააღმდეგ აკეთებდა. დარწმუნებული ვარ, კილიანს ეს დაავალეს. მბაპე სუპერტალანტი და მომავალი სუპერვარსკვლავია. ზიდანი და რონალდო ლეგენდები არიან, მათ მსახიობური თვისებები არ ჰქონდათ, ამიტომაც ამ ორი ფეხბურთელის მიმართ ყველა პატივისცემას იჩენდა. როცა კილიანი გაიზრდება, ალბათ, მიხვდება, რომ ლეგენდად გახდომისათვის მათ მსგავსად უნდა მოიქცეს”, – ციტირებს მუნიეს სიტყვებს “ასი”.