მუნტარი: “ესიენი “მილანს” ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს”
იტალიური “მილანის” ნახევარმცველი, სალი მუნტარი აცხადებს, რომ მისი თანამემამულე მაიკლ ესიენი “როსონერის” ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს.
შეგახსენებთ, რომ “შავ-წითლებმა” 31 წლის ესიენი რამდენიმე დღის წინ, ლონდონის “ჩელსიდან” დაიმატეს.
“დარწმუნებული ვარ, მაიკლი “მილანს” ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს. ის უზომოდ გამოცდილი ფეხბურთელია, რაც რა თქმა უნდა, ბევრს ნიშნავს. ესიენს უკვე 12 წელია ვიცნობ – ის ნამდვილად კარგი პიროვნებაა”, – ამბობს მუნტარი.