მურთაზ ხურცილავა – 71
დინამოს ლეგენდას- მურთაზ ხურცილავას დღეს 71 წელი უსრულდება. მურთაზ ხურცილავა 15 წლის (1961-1975 წლები) მანძილზე იცავდა დინამოს ღირსებას. ჩაატარა 371 მატჩი და მეტოქეთა კარში გაიტანა 21 გოლი. სსრკ-ს ჩემპიონატების 5-გზის მესამე პრიზიორი 1962, 1967, 1969, 1971 და 1972 წლებში. 10-ჯერ იქნა დასახელებული 33 საუკეთესოთა შორის. სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი. იყო ჩვენი გუნდის და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი. სსრკ– ს ნაკრებში ჩაატარა 70 მატჩი და გაიტანა 7 გოლი. მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისტი და ორგზის მონაწილე 1966 და 1970 წლებში, ევროპის 1972 წლის პირველობის ფინალისტი, მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი 1972 წელს. დინამო თბილისის მთვარი მწვრთნელი 1998–99 წლებში.
ვულოცავთ ბატონ მურთაზს 71 წლის იუბილეს. ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ ჩვენი გუნდის ლეგენდას.
fcdinamo.ge