მუსიალამ გერმანიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის არჩევანი გააკეთა
იოაჰიმ ლიოვმა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ხელმძღვანელებმა ჯამალ მუსიალასთან შეთანხმებას მიაღწიეს. Sky Sport DE-ს ცნობით, მუსიალა “ბუნდესნაკრებში” ითამაშებს.
როგორც იცით, მუსიალას არჩევანი გერმანიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის უნდა გაეკეთებინა. ხანგრძლივმა მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო და მუსიალა გერმანიის ნაკრების მაისურის მორგებას დათანხმდა.
დიდი ალბათობით, 17 წლის მუსიალას დებიუტი გერმანიის ნაკრებში 2021 წლის მარტში შედგება. ლიოვის ხელმძღვანელობით “ბუნდესნაკრბი” 25 მარტს ისლანდიას დაუპირისპირდება, 28 მარტსა და 31 მარტს კი შესაბამისად რუმინეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებ გუნდებს.
ჯამალი გერმანიის ქალაქ შტუტგარტში გახლავთ დაბადებული, თუმცა დედასთან ერთად საცხოვრებლად ინგლისში გადაბარგდა. ის “ჩელსის” აკადემიაში თამაშობდა და უკვე ნათამაშები აქვს ინგლსისი 15-წლამდელთა, 16-წლამდელთა, 17-წლამდელთა და 21-წლამდელთა ნაკრებებში.