მუსლინი: “ვლადიმირ ვაისი მეცოდება”

თარიღი: მარტი 24, 2017

სერბეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სლავოლიუბ მუსლინი საქართველოსთან მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში კარგად ითამაშა, ყველა ასპექტში გვაჯობეთ. გუშინაც ვთქვი, რომ კარგი გუნდი გყავთ. გადამწყვეტი მომენტი მაშინ იყო, როცა პენალტით ანგარიში გავათანაბრეთ. მეორე ნახევარში მოწინააღმდეგეს ჩვენს წინააღმდეგ საგოლე მომენტების შექმნა უჭირდა.

ვლადიმირ ვაისი ცოტათი მეცოდება კიდეც, რადგან პირველ ნახევარში ნაჩვენები თამაშით მისი გუნდი დამარცხებას არ იმსახურებდა.

დღეს თითქმის ყველა ქართველი ფეხბურთელი მომეწონა, მითუმეტეს, რამდენიმე ფეხბურთელი გაკლდათ.”

მსგავსი სიახლეები