მზარდ საქართველოს გივი ბერიშვილი უკაპიტნებს
საზაფხულო სარაგბო სეზონის გახსნამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. თბილისის თასამდე ერთი კვირით ადრე ტრადიციულად სეზონს მზარდი საქართველო გახსნის, რომელიც 3 (19:00 საათზე) და 6 ივნისს (18:00 საათზე) რუსთავის სარაგბო სტადიონზეუელსურ წვეულ (invitational) გუნდს ‘ქროშეიზს’ (Crawshay’s WRU president’s XV) დაუპირისპირდება. ორივე მატჩზე დასწრება თავისუფალია და იმედი გვაქვს, რომ ქართული რაგბის ქომაგი არ გაუშვებს ხელიდან ეროვნული ნაკრების უახლოესი რეზერვის თამაშის ხილვის შესაძლებლობას და რუსთავის სარაგბო სტადიონის სავსე ტრიბუნებიდან უქომაგებს ‘მზარდ საქართველოს’.
ქროშეიზი, რომელიც დაარსებიდან, 1922 წლიდან ტურნეებს მთელს მსოფლიოში მართავს. მზარდ საქართველოსთან სათამაშოდ კლუბი უელსის შიდა პირველობისსელექციით იქნება წარმოდგენილი (Principality Premiership), რომელსაც ინგლისში მოთამაშე ორი მორაგბე დაემატება. მზარდი საქართველოს 2-მატჩიანი სერიის ვიზ-ა-ვი თბილისში დღეს, 31 მაისს ჩამოდის.
მზარდ საქართველოს მინდორზე გივი ბერიშვილი უკაპიტნებს
გუნდი, მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილი ხელმძღვანელობით 27 მაისს შეიკრიბა, რომელიც შევარდენის სანაკრებო ბაზასა და მარტყოფის სარაგბო სტადიონზე ემზადება. წინა კვირას დასახელებულ შემადგენლობაში ორი სიახლეა, კერძოდ სამწვრთნელო შტაბმა გუნდში დამატებით 20-წლამდელთაგან მესამე ხაზელ დავით პაპავაძეს (გორის ჯიქი), ხოლო 7-კაცადან გარემარბ ირაკლი გეგენავს (ბოლნისის ყოჩები) უხმო.
მზარდ საქართველოს 2-მატჩიან სერიაშვი კი, ლოკომოტივის მესამე ხაზელი, ბორჯღალოსანი გივი ბერიშვილი უკაპიტნებს.
გივი ბერიშვილი
კლუბი: ლოკომოტივი
პოზიცია: 6/7/8
დაბ: 10/05/1987
კეპი: 14
მზარდი საქართველო რაზმი:
ხაზი: ირაკლი სვანიძე (გორის ჯიქი), იოსებ კიკვაძე (აია), ლევან გოგოლაშვილი (ბოლნისის ყოჩები), ირაკლი გეგენავა (ბოლნისის ყოჩები), ანზორ სიჭინავა (აკადემია), გიორგი ფრუიძე (აია), გიორგი ტალახაძე (ლელო სარასენს), ბადრი ლიპარტელიანი (არმაზი), რეზი ჯინჭველაშვილი (აია), მამუკა ნინიძე (გორის ჯიქი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები), სანდრო მინდიაშვილი (ლელო სარასენს)
შერკინება: ზურაბ ჯულაყიძე (ლელო სარასენს), არჩილ ბეჟიაშვილი (ლოკომოტივი), ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკ, საფ.), ირაკლი მირცხულავა (ტარბ, საფ.), ჯაბა ბრეგვაძე (ბოლნისის ყოჩები), ბადრი ალხაზიშვილი (ლელო სარასენს), ნოდარ ჭეიშვილი (ლა’სენ, საფ.), სანდრო ქოიავა (ლელო სარასენს), ოთარ გიორგაძე (აია), დაჩი კოპაძე (ლელო სარასენს), გურამ შენგელია (გორის ჯიქი), მიხეილ გაჩეჩილაძე (კარკერან, საფ.), ვახტანგ ამირანაშვილი (არმაზი), დავით პაპავაძე (გორის ჯიქი), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი).
სამწვრთნელო შტაბი:
ლევან მაისაშვილი – მთავარი მწვრთნელი, მიხეილ სუჯაშვილი – მწვრთნელი, ივანე ერგემლიძე – ფიზ.მომზადება, სერგო ბერიაშვილი – ექიმი, გიორგი მურადაშვილი – ფიზიო, დავით რამიშვილი – ვიდეო ანალიტიკოსი, პაატა მაისურაძე – მენეჯრი
Rugby.GE