მზარდი ირლანდია – 2015 წლის თბილისის თასის გამარჯვებული
სამი ბონუს ქულით მოგებული მატჩით მზარდი ირლანდია 2015 წლის თბილისის თასის გამარჯვებული გახდა.
ფინალურ მატჩში ირლანდიელებმა საქართველოს წინააღმდეგ 6 ლელოთი 45-12 გაიმარჯვა. მზარდმა იტალიამ კი ურუგვაისთან 23-13 მოგებით ტურნირის მეორეადგილოსნის ტიტული მოიპოვა.
მზარდი იტალია 23:13 ურუგვაი
სამიდან ორი თამაში მოიგეს იტალიელებმა და ურუგვაის საბოლოო მარცხით თბილისის თასზე მეორე ადგილი გაინაღდეს.
მზარდმა იტალიამ გულშემატკივრის ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და საქართველოს დედაქალაქს მაღალი დონის რაგბი აჩვენა, რომელიც პირველი მატჩიდან ბოლომდე ეტაპობრივად უმჯობესდებოდა.
ურუგვაიმ კი ტურნირი დამარცხებულის სტატუსით დაამთავრა და მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ეტაპზე უამრავი ფიქრი გაუჩინა საკუთარ თავს.
მატჩის დასაწყისში ურუგვაელებმა კარგი სტარტი აიღეს. მოედანზე მაქსიმუმი გააკეთეს და არც დაცვაში დაუზოგავთ თავი. პაბლო ლემოინეს გუნდი მატჩის პირველივე წუთებიდან დაწინაურდა. ალეჟო დურანმა გუნდს პირველი 3 ქულა მოუტანა. მოგვიანებით კი ანგარიშის გათანაბრება კარლო კანამ ითავა – 3-3.
სამხრეთ ამერიკელები აგუსტინ ორმაჩეას საჯარიმო დარტყმით კიდევ ერთხელ უნდა დაწინაურებულიყვნენ, თუმცა ბურთი მიზანს აცდა და სადავეები იტალიელებმა ჩაიგდეს ხელში. მატჩის პირველი ლელოც სწორედ მათმა ჰუქერმა ოლივიერო ფაბიანმა თამაშის 27-ე წუთზე დადო. კანას რეალიზაციამ კი ანგარიში 10-3 მზარდი იტალიის სასარგებლოდ აწია.
პირველი ნახევრის მიწურულს ორმაჩეამ მეორე საჯარიმო დარტყმა გაამართლა და ურუგვაი იტალიელებს 3 ქულით დაეწია – 10-6. თუმცა იტალიელები ამას არ დაჯერდნენ და მალევე გაბრიელ დი გიულიოს ლელომ და კანას მორიგმა გარდასახვამ ანგარიში 17-6 გახადა.
მატჩის მეორე ნახევარში ურუგვაიმ მოუმატა. მათ ორჯერ მიეცათ ქულების მიღების შესაძლებლობა, მაგრამ უზუსტობისა და იტალიელთა კარგი დაცვის გამო ეს ვერ მოახერხეს.
სამხრეთ ამერიკელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ყურები არ ჩამოუყრიათ დაკარლოს არბოლეჟამაც ლელო მიითვალა, რომელიც გარდასახეს 17-13.
კარლო კანას მორიგმა საჯარიმო დარტყმამ და არეკნით გატანილმა ბურთმა ურუგვაისთან 10 ქულიანი სხვაობით გუნდს საბოლოო გამარჯვება და ტურნირის მეორეადგილოსნის ტიტული მოუტანა – 23-13
ურუგვაის მთავარი მწვრთნელი, პაბლო ლემოინე: „მატჩის მსვლელობისას ბევრი კარგი შანსი მოგვეცა, თუმცა მოუთმენლობამ მნიშნელოვან მომენტებში ეს შესაძლებლობები ხელიდან გაგვაშვებინა. ტურნირით ზოგადად კმაყოფილი ვარ, რადგანაც მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ბევრი კარგი მოთამაშის გამოვლენა მოვახერხეთ.“
ურუგვაი 13:23 იტალია
ურუგვაი
15 გასტონ მიერეს, 14 ლეანდრო ლეივას (კლაპენბახ 59-67) 13 ხოაკინ პრადა, 12 ალბერტო რომან (23 ანდრეს ვილასეკა 42-) 11 სანტიაგო ჟივერნო; 10 ალეხო დურან, 9 აგუსტინ ორმაეჩეა (22 მანუელ ბლენხიო 75) / 1 ალეხო კორალ (17 მატეო სანგინეტი 41 სბ 57) 2 ნიკოლას კლაპენბახ (16 მარიო საგარიო 49) 3 კარლოს არვოლეჟა; 4სანტიაგო ვილასეკა^კაპ (19 ფრანკო ლამანა 49) 5 ხორხე სერვინო (20 დიეგო მანიო 59) 6 ხუან გამინარა სბ 17, 7 მატიას ბიერ, 8 ალეხანდრო ნიეტო (21 ფერნანდო ბასკუ 71) * არ შესულა: 18 აგუსტინ ალონსო – ლ: არვოლეჟა; გ ჯ:ორმაეჩეა; ა: დურან
იტალია
15 ალბერტო კიეზა^კაპ, 14 ფილიპო გვარდუჩი (ბიჯი 61-70) 13 ჯოვანი ბენვენუტი (22 კრისტიან ბეჩერა 66) 12რობერტო კვარტაროლი, 11 გაბრიელე დი’ჯულიო; 10 კარლო კანა, 9 სიმონე მარინარო / 1 ფედერიკო ძანი (17 ლაერტ ნაკა 51) 2 ოლივიერო ფაბიანი სბ 61 (16 ლუკა ბიჯი 75) 3 პიეტრო ჩეკარელი (18 ჯუზეპე დი’სტეფანო 57) 4ფედერიკო რუძა, 5 ალესიო ზდრილიჩ (19 ფილიპო ჯეროზა 41) 6 სებასტიან ნეგრი (20 მატეო კორაძი 71) 7ემილიანო კაფინი, 8 მაკსიმე მბანდა (25 მირკო ამენტა 43) * არ შესულა: 21 სიმონე პარიზოტო – 2ლ: ფაბიანიდი’ჯულიო; 2გ 2ჯ ა: კანა
მსაჯები
რეფ) მორის ფან’დერ ვესტ’ჰეიზენ (აფრ) კიდ: შოთა თევზაძე, სულხან ჩიხლაძე
3:0(8ა) 3:3(12) სბ(17უ) 3:10(26) 6:10(29) 6:17(39) /
სბ(57უ) სბ(61ი) 13:17(68) 13:20(71) 13:23(73ა)
21/06 @ 22.30
მზარდმა ირლანდიამ საქართველოს 6 ლელოთი სძლია
მესამე ბონუსქულიანმა მოგებამ ტურნირის გამარჯვებულად მზარდი ირლანდია აღიარა.
საქართველომ თბილისის თასის დასაწყისში საუკეთესო რაგბი აჩვენა, თუმცა ამ გამოცდილების მოტანა ტურნირის ბოლომდე ვერ შეძლო და ირლანდიელებთან 12-45 დათმო.
ავჭალის სტადიონზე თბილისის თასის უკანასკნელი მატჩი ლაშა ლომიძის პირველი საუკეთესო ლელოთი დაიწყო. თუმცა მალევე ანგარიშის სხვაობა ჰანრაჰანის საჯარიმო დარტყმამ შეამცირა და თამაშის მე-18 წუთზე ანგარიში 5-3 დაფიქსირდა.
29-ე წუთიდან ირლანდიელთა წინსვლა დაიწყო და თამაშის ბოლომდე ქართველებმა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს. მეთიუ რეინალის ლელომ და ჰანრაჰანის ზუსტმა დარტყმამ ირლანდიელები 10-5 წინ წაწია და პირველი ნახევარი ამ ანგარიშით დაამთავრა.
მეორე ტაიმის დასაწყისშივე ირლანდიელმა მეთ ჰელიმ მორიგი ლელო დადო და მგეზავის რეალიზაციამ აქედანვე გადაწყვიტა ირლანდიელთა მოგება-17-5.
ეოგან მასტერსონის დღის საუკეთესო ლელოც 4 წუთში დაფიქსირდა და ირლანდიამ აღმასვლა 24-5 ანგარიშით განაგრძო.
ამასობაში მასპინძელთა რაზმი 14 კაცამდე შემცირდა, თუმცა ბორჯღალოსნება მეორე ლელოს დადება ამ პირობებში მაინც მოახერხეს. ოთარ გიორგაძემ მისი პირველი სანაკრებო ლელო ჩაითვალა, რასაც ბექა წიკლაურის ზუსტი დარტყმა და ანგარიშის 7 ქულით გაზრდა მოყვა – 24-12.
ირლანდიელებმა ბონუს ქულა არც მესამე მატჩზე დათმეს და ჯონ ქუნის მორიგი ლელოთი კვლავ წინ გაიჭრნენ – 31-12. არც ამას დაჯერდნენ და ფინლი ბელჰემისლელოთი ისევ დაწინაურდნენ, საბოლოო ანგარიშიც აქ დაფიქსირდა და ირლანდიელებმა საქართველო 45-12 დაამარცხეს.
მზარდი ირლანდიის მთავარი მწვრთნელი, ალენ კლარკი: „ძალიან კმაყოფილები ვართ ამ გამარჯვებით. ზოგადად ტურნირში შესანიშნავად ვიასპარეზეთ და სამივე მატჩის ბონუს ქულით მოგება ჩვენთვის ნამვილად საამაყოა. ჩვენ აქ ახალგაზრდა ნიჭიერი გუნდით ჩამოვედით და ბიჭებიც ნამდვილად კმაყოფილები არიან ასეთი დასასრულით.“
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მილტონ ჰეიგი: „მატჩის პირველ ნახევარში საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, თუმცა მეორე ნახევარში მათმა ფიზიკურმა მომზადებამ გვაჯობა და შედეგიც სახეზეა. პირველ ნახევარში ისეთი ბოჭვები გავაკეთეთ, როლებიც მეორე ტაიმში ვეღარ შევძელით. თუმცა ტურნირმა თავისი ფუნქცია შეასრულა და მსოფლიო თასის მოსამზადებელ ეტაპზე ბევრი მოთამაშე გამოვცადეთ. ამით ნამდვილად კმაყოფილი ვარ.“
საქართველო 12:45 ირლანდია
საქართველო
15 ბექა წიკლაური, 14 ალექსანდრე ხუციშვილი სბ 48, 13 რეზო გიგაური, 12 თამაზ მჭედლიძე, 11 გიორგი ფრუიძე (22 ირაკლი სვანიძე 59) 10 მამუკა ნინიძე, 9 გიორგი ბეგაძე (21 ვაჟა ხუციშვილი 63) / 1 ზურაბ ჟვანია (17გიორგი თეთრაშვილი 74) 2 სიმონ მაისურაძე (16 ჯაბა ბრეგვაძე 48) 3 ანტონ ფეიქრიშვილი (18 ირაკლი მირცხულავა 48) 4 ლევან დათუნაშვილი^კაპ (19 ოთარ გიორგაძე 9) 5 კოტე მიქაუტაძე; 6 ბექა ბიწაძე, 7 გიორგი ჩხაიძე, 8 ლაშა ლომიძე (20 საბა შუბითიძე 32) * არ შესულა: 23 გიორგი აფციაური – 2ლ: ლომიძე გიორგაძე; გ:წიკლაური
ირლანდია
15 თირნან ო’ჰალორან, 14 ენდრიუ ქონვეი, 13 ნოელ რიდ (23 პითერ ნელსონ 69) 12 სთიუართ მაკ’ქლოსქი (22 ეოინ გრიფინ 59) 11 მეთ ჰილი; 10 ჯონ ჰანრაჰან, 9 ლუქ მაკ’გრას (21 ჯონ ქუნი 41) / 1 ჯეიმზ ქრონინ (17 დენის ბაქლი 41) 2 რობ ჰერინგ (16 ენდრიუ ვორიქ 74) 3 სთივენ არჩერ (18 ფინლი ბილემ 74) 4 ბენ მარშალ (20 ფრენქ თეგართ70) 5 ბილი ჰოლანდ^კაპ (19 ენდრიუ ბრაუნ 7) 6 ეოგან მასთერსონ, 7 დენ ლივი, 8 ჯექ ქონან – 6ლ: [საჯ] ჰილიმასთერსონ ქუნი ქონვეი ბილემ; 6გ ჯ: ჰანრაჰან
მსაჯები
რეფ) მატიო რეინალ (სფრ) კიდ: ნიკა ამაშუკელი, თორნიკე გვირჯიშვილი
5:0(7) 5:3(17) 5:10(31) ნახ(40+3) /
5:17(46) სბ(48ს) 5:24(50) 12:24(56) 12:31(68$პ) 12:38(74) 12:45(76) ბოლო(80+2)
21/06 @ 22.00
ცხრილი
საბოლოო = 3 ტური |
თ | მ | ფ | წ | გატ:გაშ | სხვ | ლ | ლ.სხ | პრ | ქ |
ირლანდია (მზარდი) | 3 |
3 |
0 | 0 | 103:019 | +84 | 15/3 | +12 |
3 |
15 |
იტალია (მზარდი) | 3 |
2 |
0 | 1 | 049:048 | +1 | 04/6 |
-2 |
0 | 8 |
საქართველო | 3 |
1 |
0 |
2 |
041:081 |
-40 | 04/9 | -5 |
0 |
4 |
ურუგვაი | 3 | 0 | 0 | 3 | 030:075 | -45 | 03/8 |
-5 |
0 | 0 |
ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა – თითო პრემია ($)
ტოლობაზე: 0) პირისპირ მოგება^, მთელ ტურნირში 1) გატანილ – გაშვებულის სხვაობა, 2) ლელოთა სხვაობა, 3) გატანილი ქულა, 4) გატანილი ლელო, 5) უკეთესი ადგილის გაზიარება |
Rugby.Ge