მზარდი ირლანდია და საქართველო თბილისის თასის პირველი ტურის გამარჯვებულები გახდნენ
თბილისის თასის პირველი ტური დასრულდა. სანამ მსოფლიო თასის ორი მონაწილე გუნდი პირველი ტურის მეორე მატჩისთვის ემზადებოდა, სადაც საქათველომ ურუგვაის 19-10 სძლია, თბილისის თასის პირველ მატჩში მზარდმა ირლანდიამ იტალიის მზარდი ნაკრები 25-0 დაამარცხა.
თბილისის თასის პირველ მატჩში მზარდმა ირლანდიამ ბონუს ქულით იმარჯვა
ავჭალის სტადიონის ტაბლოზე თბილისის თასის პირველი ქულა მზარდი ირლანდიის მგეზავმა ჯონ ჰანრაჰანმა გამოსახა და გუნდს მას შემდეგ მოწინააღმდეგისთვის არცერთი ქულა არ დაუთმია. ჯარიმით გახსნილ ანგარიშს მალე თამაშის პირველი ლელოც მოყვა, უკანა ხაზელმა ეოინ გრიფინმა უკანასკნელი მცველიც ჩამოიტოვა და გუნდის მონაგარს 5 ქულა მიუთვალა (0:8), რასაც გარდასახვის ქულა აღარ მოჰყოლია.
თამაშის 24-ე წუთზე მორიგი 5 ქულა მზარდ ირლანდიას ენდრიუ ქონვეიმ მოუტანა, რომელმაც ხაზი გაჭრა და ბურთი მოწინააღმდეგის ლელოს მოედანში დაამიწა. გარდასახვაში ჰანრაჰანმა ისევ ვერ ივარგა.
მოგვიანებით იტალიელთა დაცვას კიდევ ერთი ირლანდიელი დაუსხლტა ხელიდან და 12-მა ნომერმა სტიუარტ მაკლოსკიმ მარტივი გარბენით მორიგი ლელო დადო, რის შემდეგაც მზარდი ირლანდიის ანგარიში ჰანრაჰანმა გარდასახვით დაამრგვალა 0-20.
პირველ ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა და მეორე ტაიმიც იქამდე მიდიოდა სტაბილურად სანამ თიერნარ ო’ჰალორანმა კიდევ ერთი და საბოლოო ლელო არ დადო. 0-25 ანგარიშით დასრულთა თბილისის თასის პირველი რაუნდის პირველი გათამაშება.
მატჩის დასასრულს გუნდების სამწვრთნელო შტაბებმა კომეტარები გააკეთეს
მზარდი ირლანდიის მთავარი მწვრთნელი, ალან კლარკი: „ყველაზე მნიშნელოვანი უკანასკნელი ლელო იყო. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ პირველი ნახევრის თამაშით, მაგრამ მეორე ტაიმში გუნდი ისეთი შეკრული ვეღარ იყო. მიუხედავად ამისა აღფრთოვანებული ვარ ჩემი გუნდის თამაშით, რადგანაც ბიჭებს არცერთი ქულა არ დაუთმიათ და შედეგად ბონუს ქულაც მოიპოვეს.“
მზარდი იტალიის მენეჯერი, ანდრეა დუოდო: „ ნამდვილად ცუდი დასაწყისია თუმცა ჩვენი ბიჭებით მაინც კმაყოფილი ვარ. მათ დიდი ძალისხმევა აჩვენეს მოედანზე. მზარდი იტალია ახალგაზრდა გუნდია, რომელიც მათზე გაცილებით გამოცდილ მორაგბეებს ეთამაშა. თუმცა ის დამოკიდებულება რაც ბიჭებმა ამ თამაშში აჩვენეს ტურნირის მორიგ გათამაშებებში ნამდვილად გამოგვადგება.“
პირველი ტურის მოსაგებად საქართველომ ბევრი იბრძოლა
ტურნირის გამხსნელი გამარჯვება არც მასპინძებმა დათმეს და მსოფლიო თასის სამზადისში ურუგვაის 10:19 სძიეს.
ბორჯღალოსნებმა ანგარიში მატჩის მე-7 წუთზე გახსნეს – კოტე მიქაუტაძემ ბურთი ლელოს მოედანზე დაამიწა და არც ქართველთა მგეზავის, ბექა წიკლაურის გარდასახვას გაუცრუებია გულშემატკივრის იმედი (0:8). მოგვიანებით სამქულიანი ჯარიმა წიკლაურმა ისევ ითავა და მე-15 წუთზე ანგარიში საქართველოს აშკარა უპირატესობით 0-10დაფიქსირდა.
ურუგვაელებს პირველი ქულა პირველხაზელი აგუსტინ ორმაეშეას დარტყმამ მოუტანა, რომელსაც მალევე მსაჯის მიერ ჩათვლილი საჯარიმო ლელო მოყვა და ბორჯღალოსნებიც ანგარიში გათანაბრებით დაისაჯნენ (10-10).
თუმცა არც ურუგვაეები გამოირჩეოდნენ სუფთა თამაშით, რის გამოც პირველ ნახევარში საჯარიმო დარტყმებით ხშირად ისჯებოდნენ. ერთ-ერთი ასეთ შემთხვევათაგანი იყო ბექა წიკლაურის მორიგი დარტყმა, რომელმა პირველი ნახევრის საბოლოო ანგარიში 10-13დააფიქსირა.
ამის შემდეგ ბორჯღალოსნებს ქულა აღარ დაუთმიათ თუმცა უნდა ითქვას, რომ შანსები გაცილებით მეტი ჰქონდათ ვიდრე იყენებდნენ.
მეორე ნახევრის ანგარიში მხოლოდ და მხოლოდ 65 წუთზე გაიხსნა. არასწორი ბოჭვისთვის ურუგვაი კიდევ ერთხელ დაისაჯა და ქართველების ქულა 16-მდე გაიზარდა.
ბორჯღალოსნების ძლიერმა შერკინებამ მოგვიანებით კიდევ ერთი საჯარიმო დარტყმა მოიპოვა და ბექა წიკლაურმა ასპარეზი ამჯერად ლაშა მალაღურაძეს დაუთმო, რომელმაც გუნდის გარანტირებული მოგება საბოლოო ანგარიშით 19-10 დაასრულა.
მატჩის შემდგომ გუნდების მწვრთნელებმა და კაპიტანებმა პრესკონფერენცია გამართეს
ურუგვაის ნაკრების კაპიტანი, სანტიაგო ვილასეკა: „ვფიქრობ ძალიან რთული მატჩი იყო. ჩვენი მხრიდან მეტი შეცდომა იყო დაშვებული, შესაბამისად ჯარიმაც ბევრი იყო. მეორე ტაიმში ვეცადეთ მდგომარეობა გამოგვესწორებინა, მაგრამ ეს ნაკლებად გამოგვივიდა და შედეგად მივიღეთ წაგებული თამაში. “
ურუგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, პაოლო ლემოინი: „ბევრი სულელური შეცდომა დავუშვით, რამაც ეს რეზულტატი მოგვცა. განსაკუთრებით ბევრი შეცდომა იყო პირველ ნახევარში. რაც შეეხება ზოგადად თამაშს – რთული მოწინააღმდეგე გვყავდა, ძლიერი დაცვა ჰყავდათ და მათთან შერკინებაც გაგვიჭრდა. თუმცა ჩემი ბიჭებით მაინც კმაყოფილი ვარ, რადგანაც ნამდვილად კარგი და რთული თამაში ითამაშეს. მატჩიდან მატჩამდე ხარისხს აშკარად ვაუმჯობესებთ, ვნახოთ, რა იქნება შემდეგ ტურში.“
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მილტონ ჰეიგი: „ვფიქრობ, უფრო მეტი აგრესიით უნდა გვეთამაშა. იყო ტექნიკური შეცდომებიც, რაც მეორე ნახევარში გამოსწორდა და ამან თავის შედეგი გამოიღო. ამ თამაშისთვის უკეთ მოსამზადებლად დრო საკმარისი არ გვქონდა და შეცდომებიც ამან განაპირობა. პროცესი გრძელდება და ვეცდებით შემდეგი თამაში უკეთ ჩავატაროთ.
„ნაკრების ახალმა მოთამაშეებმა თავი მშვენივრად გამოიჩნეს. გორგაძეც კარგად შემოვიდა შეცვლაზე. ხაზი მინდა გავუსვა ფრუიძის თამაშს – ძალიან კარგი იყო. დაახლოებით სამი წელი განიხილებოდა ის ერვნული შემადგენლობისთვის და დღეს ფაქტიურად მისი დებიუტი შედგა.“
საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ლევან დათუნაშვილი: „ველოდით, რომ მოწინააღმდეგე აგრესიულ თამაშს შემოგვთავაზებდა. ურუგვაი თბილისში შეთამაშებული ჩამოვიდა, მაგრამ დერეფანში რამდენიმე შეცდომა მაინც დაუშვა. შერკინებაში თავიდან ვერ დავდექით, მაგრამ როცა საჭირო იყო აქაც ვიმძლავრეთ. ყველამ ბოლომდე იბრძოლა და მოედანზე 13 კაცი რომ დავრჩით, ერთი სანტიმეტრიც არ დავთმეთ.მეტოქეს მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ლელოს გატანის შანსი და მეტი ხიფათი არც შეუქმნია. მე დღეს პირველად ვიყავი “ბორჯღალოსნების” კაპიტანი და ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა ქართველი ერის წინაშე. ჯერ მარტო ის, რომ ამ მაისურს მოირგებ, უკვე დიდი პასუხისმგებლობაა, სულაც არა აქვს მნიშვნელობა პირველად თამაშობ თუ 60 კეპი გაქვს დაგროვილი. ამიტომ, მინდა მადლობა გადავუხადო თანაგუნდელებს, განსაკუთრებით ახალბედებს, რომლებმაც ამ გამარჯვებაში ყველაფერი ჩადეს და ვეცდებით მომავალ შეხვედრაში უფრო მეტი გავაკეთოთ”.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 17 ივნისს, 19 საათზე, “მზარდი იტალიის” წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც პირველ მატჩში “მზარდმა ირლანდიამ” 25:0 აჯობა და 4 ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულაც ჩაიწერა.
იტალია
15 ალბერტო კიეზა^კაპ, 14 ფილიპო გვარდუჩი (ჩეკარელი 20-28, ვინ? 54-63) 13 რობერტო კვარტაროლი, 12 ჯოვანი მასარო (22 ჯოვანი ბენვენუტი 28) 11 გაბრიელე დი’ჯულიო; 10 კარლო კანა, 9 სიმონე მარინარო / 1ფედერიკო ძანი სბ 18 (17 ჯუზეპე დი’სტეფანო 51) 2 ლუკა ბიჯი (16 ოლივიერო ფაბიანი 41) 3 ჯორჯე იაკობ (18პიეტრო ჩეკარელი 41 სბ 53) 4 ფედერიკო რუძა, 5 ფილიპო ჯეროზა (20 მირკო ამენტა 69) 6 მატეო კორაძი (19ალესიო ზდრილიჩ 52) 7 ემილიანო კაფინი (24 სებასტიან ნეგრი 44) 8 მაკსიმე მბანდა * არ შესულა: 21 სიმონე პარიზოტო
ირლანდია
15 თირნან ო’ჰალორან, 14 ენდრიუ ქონვეი (23 პითერ ნელსონ 60) 13 ეოინ გრიფინ, 12 სთიუართ მაკ’ქლოსქი (22რორი სქენელ 62) 11 მეთიუ ჰილი; 10 ჯონ ჰანრაჰან, 9 ლუქ მაკ’გრას (21 ჯონ ქუნი 57) / 1 დენის ბაქლი (17 ენდრიუ ვორიქ 52 სბ 71) 2 რობ ჰერინგ (16 დევიდ ჰეფერნან 5-9, 51) 3 სთივენ არჩერ (18 ფინლი ბილემ 51) 4 ბენ მარშალ, 5ბილი ჰოლანდ (19 ენდრიუ ბრაუნ 61) 6 რის რადოქ^კაპ (20 ეოგან მასთერსონ 51) 7 დენ ლივი, 8 ჯექ ქონან – 4ლ:გრიფინ ქონვეი მაკ’ქლოსქი ო’ჰალორან; გ ჯ: ჰანრაჰან
მსაჯები
რეფ მატიო რეინალ (სფრ) კიდ: ნიკა ამაშუკელი, თორნიკე გვირჯიშვილი
0:3(5) 0:8(13) სბ(18 იტ) 0:13(24) 0:20(28) /
სბ(53 იტ) სბ(71 ირ) 0:25(78$პ)
13/06 @ 23.05
საქართველო
15 ბექა წიკლაური, 14 გიორგი აფციაური, 13 რეზო გიგაური (23 თამაზ მჭედლიძე 63) 12 მერაბ შარიქაძე (22 გიორგი ტალახაძე 79) 11 გიორგი ფრუიძე; 10 ლაშა მალაღურაძე, 9 გიორგი ბეგაძე (21 ვაჟა ხუციშვილი 63) / 1 გიორგი თეთრაშვილი (17 არჩილ ბეჟიაშვილი 60) 2 ჯაბა ბრეგვაძე (16 გიორგი თედორაძე 79) 3 ნიკა ხატიაშვილისბ 21 (18 ირაკლი მირცხულავა 71) 4 ლევან დათუნაშვილი^კაპ, 5 კოტე მიქაუტაძე (19 გიორგი ჩხაიძე 54 სბ 60) 6 საბა შუბითიძე (მირცხულავა 25-31, 20 ბექა გორგაძე 60) 7 ლაშა ლომიძე სბ 30, 8 ბექა ბიწაძე – ლ: მიქაუტაძე; გ:წიკლაური; 4ჯ: წიკლაური 3, მალაღურაძე
ურუგვაი
15 გასტონ მიერეს, 14 ლეანდრო ლეივას (23 ხერონიმო ეჩევერი 53) 13 ხოაკინ პრადა, 12 ალბერტო რომან, 11სანტიაგო ჟივერნო; 10 მანუელ ბლენხიო (22 ალეხო დურან 71) 9 აგუსტინ ორმაეჩეა / 1 ალეხო კორალ (18 მატეო სანგინეტი 63) 2 ნიკოლას კლაპენბახ (16 ხერმან კესლერ 47) 3 მარიო საგარიო (17 კარლოს არვოლეჟა 47) 4სანტიაგო ვილასეკა^კაპ, 5 ხორხე სერვინო სბ 51 (19 მატიას პალომეკე 73) 6 მატიას ბიერ (21 მატიას ბრაუნ 73) 7ფერნანდო ბასკუ (20 დიეგო მანიო 53) 8 ხუან გამინარა – ლ: [საჯ^ჟივერნო] გ ჯ: ორმაეჩეა
მსაჯები
რეფ მარიუს მიტრეა (იტა) კიდ: შოთა თევზაძე, სულხან ჩიხლაძე
7:0(8) 10:0(12) 10:3(15) სბ(21ს) 10:10(30სბ) 13:10(38) ნახ(40+2) /
სბ(51უ) სბ(60ს)
16:10(65) 19:10(78)
Rugbu.GE