მზარდი საქართველო – ინგლისის საგრაფოები XV

თარიღი: მაისი 29, 2014
  • მზარდი საქართველო V ინგლისის საგრაფოები XV
  • და 8 ივნისი
  • რუსთავის სარაგბო სტადიონი
  • ბილეთის ფასი 1 ლარი
  • დასაწყისი – I მატჩი 19:00 სთ, II მატჩი 18:00 სთ

4 და 8 ივნისს, რუსთავის სარაგბო სტადიონი ორ საერთაშორისო მატჩს უმასპინძლებს – მზარდი საქართველო ინგლისის საგრაფოთა პირველ ნაკრების წინააღმდეგ.

საპასუხო ვიზიტი

საქართველოს რაგბის კავშირსა და ინგლისის საგრაფოთა ნაკრებს შორის ურთიერთობა შარშან დაიწყო, როდესაც საქართველოს ინგლისის საგრაფოთა ნაკრების 20-წლამდელთა გუნდი ეწვია. წლეულს, ქართველი 19-წლამდელები საპასუხო ვიზიტად ინგლისში გაემგზავრნენ და ორი შეხვედრა გამართეს 20-წლამდელებთან. 21 მაისს ინგლისელმა 20 წლამდელებმა გაიმარჯვეს 36:10, ხოლო 24 მაისს კი ქართველმა 19 წლამდელებმა 23-22 სძლიეს მასპინძლებს.

საქართველოსა და იგნლისის საგრაფოთა რაგბის კავშირების თანამშრომლობა გრძელდება. 2 ივნის საქართველოში, საერთაშორისო ტურნეს გასამართად ინგლისის საგრაფოთა პირველი ნაკრები გვესტუმრება. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ისინი ორ შეხვედრას გამართავენ მზარდი საქართველოს ნაკრებთან (ყოფილი A ნაკრები).

საერთაშორისო გამოცდილება და რაგბის განვითარება

„ინგლისის საგრაფოებთან ჩვენი თანამშრომლობა შარშან დაიწყო, როდესაც მათი 20 წლამდელთა გუნდი ჩამოვიდა საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებთან სათამაშოდ. რაგბის ქომაგებმა ორი უმაღლესი ხარისხის მატჩი იხილეს. ამის შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირსა და ინგლისის საგრაფოებს შორის გაფორმდა სამწლიანი შეთანხმება – 19 წლამდელები, საპასუხო ვიზიტით გაემგზავრნენ ინგლისში; წლეულს, ინგლისისსაგრაფოთა პირველი ნაკრები ჩამოვა საქართველოში 4 და 8 ივნისს მზარდსაქართველოსთან სათამაშოდ და უკვე გაისად, კვლავ გვესტუმრებიან ინგლისელი 20 წლამდელები.

“ინგლისის საგრაფოთა ნაკრებებთან საერთაშორისო სპარინგების გამართვა უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც ასაკობრივი და მზარდი საქართველოს ნაკრებისთვის, ასევე ქართული რაგბის განვითარებისათვის. ასეთი დონის მატჩბით, ჩვენი მორაგბეები იღებენ საერთაშორისო გამოცდილებას, რაც მათ აუცილებლად გამოადგებათ მომავალ ოფიციალურ ტურნირებში და საერთაშორისო ტესტებში.“ განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის სანაკრებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლაშა ხურციძემ.

 

მატჩების ბილეთები

თითო მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 1 ლარს შეადგენ. შესაძლებელია ერთდროულად ორივე მატჩის ბილეთის შეძენა.

ბილეთების გაყოდვა 2 ივნისიდან, ორშაბათიდან დაიწყება. ბილეთები გაიყიდება რუსთავის სარაგბო სტადიონზე და საქართველოს რაგბის კავშირში ყოველდღე 12:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით. სათამაშო დღეს, ბილეთები გაიყიდება მხოლოდ რუსთავის სარაგბო სტადიონზე.

 

მზარდი საქართველო – 26 კაციანი რაზმი

          სახელი, გვარი                კლუბი

1.       თორნიკე ლომიძე             ოში

2.       ნიკა პატარაია                    ლელო

3.       ზაზა ნავროზაშვილი       ბორდო

4.       დავით ხიდაშელი            ყოჩები

5.       გიორგი ლომთაძე             ლელო

6.       სანდრო ქოიავა                  ლელო

7.       გიორგი ჭყოიძე                  ლელო

8.       ელგუჯა სურგულაძე        ლელო

9.       გურამ კავთიძე                   ლიონი

10.   ლაშა ლომიძე                        მონპელიე

11.   გიორგი მჭედლიშვილი      ჯიქები

12.   გურამ შენგელია                   ჯიქები

13.   გიორგი ბაბუნაშვილი         აია

14.   რეზი ჯინჭელაშვილი         აია

15.   ალექსანდრე მინდიაშვილი   ლელო

16.   გიორგი ტალახაძე                ლელო

17.   თორნიკე ცერცვაძე              ლელო

18.   ლევან გოგოლაშვილი         ყოჩები

19.   გიგა გაგოშვილი                   არმია

20.   გიორგი ჯიმშელაძე             არმია

21.   გიორგი აფციაური               არმია

22.   მურაზ გიორგაძე                  არმაზი

23.   ვასილ ლობჟანიძე                არმაზი

24.   საბა ნიკოლავა                       არმაზი

25.   მიშა გაჩეჩილაძე                   აჟეტმო

26.   ბაჩუკი გუჯარაიძე               სენ ნაზერი

 

სამწვრთნელო შტაბი:

მთავარი მწვრთნელი – ლევან მაისაშვილი

მწვრთნელები – ილია მაისურაძე, დიდიე ბესი

ფიზ.მომზადება – ირაკლი ჭყონია

ექიმი – ოთარ სირაძე

მენეჯერი – დავით ჯალაღონია

Rugby.ge

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ცნობილია, იასპარეზებს თუ არა ვარლამ ლიპარტელიანი მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის კიდევ ერთ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ვარლამ ლიპარტელიანი: “მინდა, ილიას ვუთხრა, რომ…”

საქართველოს ძიუდოისტთა წევრმა, ვარლამ ლიპარტელიანმა ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ თქვა, რომ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გელა ზაალიშვილმა როი მეიერი ‘დაახრჩო’! (ვიდეო)

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი +100კგ 1/4-ფინალი იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ფონსეკამ მსოფლიო ჩემპიონობა ქართველებთან ერთად იზეიმა (ვიდეო)

11 ივნისს, პორტუგალიის ნაკრების წევრი ჟორჟე ფონსეკა -100კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან ფინალში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ეს უპატივცემულობაა მეტოქეების მიმართ!” – ლაშა ტალახაძის მორიგი საოცრება

ლაშა ტალახაძე ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისათვის ემზადება. ქართველმა ძალოსანმა სოციალურ ქსელში ვარჯიშის ვიდეო გამოაქვეყნა. ტალახაძემ აკვრაში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ესპანეთში დაბრუნებულ ნიკოლოზ შერაზადიშვილს ქართული ცეკვით დახვდნენ (ვიდეო)

10 ივნისს, ესპანეთის ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ნიკოლოზ შერაზადიშვილი კარიერაში მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. გამარჯვების შემდეგ, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

შერაზადიშვილი: “მამაჩემი ძალიან ამაყი იქნებოდა”

ესპანეთის ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, -90კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ესპანურ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“არ ვიმუქრები, მართლა იქნება!” – ტატო გრიგალაშვილის ემოციური კომენტარი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა გუჯეჯიანი: “ყველას აზრს პატივს ვცემთ და აქვე ერთ კითხვას დავსვამთ…”

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. გუჯეჯიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში [&hellip...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა შავდათუაშვილის პირველი კომენტარი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ

8 ივნისს, ლაშა შავდათუაშვილმა -73 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. უდიდესი მიღწევის შემდეგ, ქართველმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა თანხა გამოიმუშავა ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით?

8 ივნისს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. -73კგ წონითი კატეგორიის ფინალში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ისტორია დაწერა! (ვიდეო)

8 ივნისს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ისტორია დაწერა. 29 […]...
წაკითხვა