მზარდი საქართველო ხვალ ღია ვარჯიშს მართავს
გუშინდელი მატჩის შემდეგ, მზარდი საქართველოსა და ინგლისის საგრაფოთა ნაკრებს დღეს განტვირთვის დღე ჰქონდათ. ხვალიდან გუნდები 8 ივნისის მატჩისათვის მზადებას შეუდგებიან.
ხვალ ღია ვარჯიშია
6 ივნისს მზარდი საქართველოს ნაკრები, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ტრადიციულ ღია ვარჯიშს გამართავს. ვარჯიში 17:00 საათზე დაიწყება, რომელზე დასწრებაც ქომაგებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებისათვის შეუზღუდავია.
ინგლისელ და ჭაბუკ ქართველ მორაგბეთა ერთობლივი ვარჯიში
დღეს, ინგლისის საგრაფოთა ნაკრების მოთამაშეები, კიკეთში იაკობ გოგებაშვილის სკოლის რაგბის კლუბ იუნკერებს ესტუმრნენ, სადაც კლუბის 15 და16 წლის მოთამაშეებთან ერთად ივარჯიშეს. სახალისო ვარჯიშის შემდეგ ინგლისელები და იუნკერები ორ შერეულ გუნდათ გაიყვნენ და ‘თაჩ-რაგბი’ ითამაშეს.
8 ივნისს მეორე რკენაა
შეგახსენებთ, რომ 2 მატჩიანი საერთაშორისო სერიის მეორე შეხვედრა მზარდ საქართველოსა და ინგლისის საგრაფოტა ნაკრებებს შორის 8 ივნისს რუსთავის სარაგბო სტადიონზე გაიმართება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. ბილეთები იყიდება რაგბის კავშირსა და რუსთავის სტადიონზე. 7 და 8 ივნისს ბილეთები მხოლოდ რუსთავის სარაგბო სტადიონზე გაიყიდება. ბილეთის ფასი 1 ლარს შეადგენს.
Rugby.GE