მზარდი საქართველო V ინგლისის საგრაფოები XV – მეორე მატჩი
მზარდი საქართველოს ნაკრები ხვალ ორ მატჩიანი საერთაშორისო სერიის მეორე შეხვედრას გამართვას ინგლისის საგრაფოთა ნაკრებთან. მატჩი კვლავ რუსთავის სარაგბო მოედანზე გაიმართება, რომელიც18:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 1 ლარს შეადგენს და მისი შეძენა სტადიონზეა შესაძლებელი.
გუნდებს შორის პირველი შეხვედრა, რომელიც 4 ივნისს გაიმართა, სტუმრების გამარჯვებით 48:23 დასრულდა. თამაშის მსვლელობისას, საქართველოს ნაკრების რიგებში პირველი ლელოს ავტორმა,რეზი ჯინჭველაშვილმა ტრავმა მიიღო – მან ადრინდელის მსგავსად, კოჭი დაიზიანა. მალევე ტრავმის გამო გიორგი ჯიმშელაძემ დატოვა მოედანი, ხოლო მოგვიანებით კი საბა ნიკოლავამ.
რაზმში რამოდენიმე ცვლილებაა
აღნიშნული ტრავმების გამო, მზარდი საქართველოს მთავარმა მწვრთნელმა ორ მოთამაშეს უხმო შეკრებაზე – ხვალინდელ მატჩში ფულ ბეკის პოზიციაზე თბილისის ლოკომოტივისა და ეროვნული ნაკრების 15 ნომერი – ბექა წიკლაური გაირჯება; მარქაფაში კი, არმიელ გიორგი ზაქაშვილსვიხილავთ, რომელიც ტრავმირებული ნიკა პატარაიას ნაცვლად იქნება, რომელმაც წინა შეხვედრაში წელის ტრავმა მიიღო. მზარდი საქართველოს შერკინებას გიორგი ჭყოიძე შეკრავს. მიღებული ზიანი სერიოზული არ გამოდგა რეზი ჯინჭველაშვილისათვის და მან გუნდთან ერთად ივარჯიშა, მაგრამ სამწვრთნელო შტაბმა აღარ გარისკა და ამიტომ ხვალ მას მარქაფაში 21 ნომრით ვიხილავთ. მის ნაცვლად მატჩს მგეზავის პოზიციაზე მამუკა ნინიძე დაიწყებს.
8 ივნისი, 18:00 საათი – რუსთავის სარაგბო სტადიონი
მზარდი საქართველო ინგლისის საგრაფოთა XV წინააღმდეგ II მატჩი
ქართული რაზმი
შერკინება
1. თორნიკე ლომიძე, 2. დავით ხიდეშელი, 3. ზაზა ნავროზაშვილი, 4. ლაშა ლომიძე, 5. სანდრო ქოიავა, 6. გიორგი მჭედლიშვილი, 7. ელგუჯა სურგულაძე (კაპ), 8. გიორგი ჭყოიძე
ღერძი
9. ალექსანდრე მინდიაშვილი, 10. მამუკა ნინიძე
ხაზი
11. მურაზ გიორგაძე, 12. გიგა გაგოშვილი, 13. გიორგი ტალახაძე, 14. ლევან გოგოლაშვილი, 15. ბექა წიკლაური
მარქაფა
16. გიორგი ლომთაძე, 17. გიორგი ზაქაშვილი, 18. გურამ კავთიძე, 19. ბაჩუკი გუჯარაიძე, 20. ვასილ ლობჟანიძე, 21. რეზი ჯინჭველაშვილი, 22. თორნიკე ცერცვაძე, 23. მიხეილ გაჩეჩილაძე
Rugby.Ge