მზარდმა ირლანდიამ თბილისის თასი 1 ტურით ადრე დაიბევა
თბილისის თასის მეორე ტური კვლავ მზარდი ირლანდიის ბონუს ქულიანი მოგებით დასრულდა. საქართველომ მზარდ იტალიასთან დათმო.
ზედიზედ მეორე ბონუს ქულიანი მოგებით ირლანდიელებმა თბილისის თასი ფინალურ ტურამდე გაინაღდეს. დღეს ურუგვაი 33-7 დაამარცხეს და ტურნირის გამარჯვებულის სტატუსამდე ერთი რაუნდიღა აშორებთ.
17 ივნისის საღამოს ავჭალის სტადიონზე მზარდმა ირლანდიამ ურუგვაის 5 ლელოთი სძლია. ენდრიუ ქონვეის, ჯონ ქუნის, კიან კელეჰერისა და ერთი ტექნიკური ლელოს დამსახურებით ტაბლოზე ირლანდიელთა ანგარიში დიდი სიხშირით იცვლებოდა.
მატჩის დაწყებიდან 5 წუთში ენდრიუ ქონვეიმ ლელოს ხაზი პირველმა გადაკვეთა. რასაცრორი სკანელმა გარდასახვა მალევე მოაყოლა და ანგარიშით 0-7 გაგრძელდა მატჩი.
ზუსტად ხუთ წუთში ირლანდიელთა 9 ნომერმა ჯონ ქუნიმ რაქიდან ბურთი გამოიტანა, ურუგვაელთა დაცვა ადვილად გაჭრა და მორიგი ლელოთი ანგარიში 0-12 გახადა.
მატჩის პირველ ნახევარში ირლანდიელთა თავდასხმას ბოლო არ უჩანდა, მე-14 წუთზე შერკინების ფრთამ კიან კელერმა კარგი დროს ჩაიგდო ბურთი ხელში და ირლანდიელთა მონაგარს მესამე ლელო მიამატა. სკანელმა მორიგი რეალიზაცია შეასრულა და 19-ქულიანი სხვაობა საკმაოდ მოკლე დროში დაფიქსირდა.
სამხრეთ ამერიკელებს გონზე მოსასვლელად და მოედანზე საკუთარი პოზიციებისა და ტერიტორიის გასამყარებლად მატჩის პირველი 20 წუთი დასჭირდათ. სწორედ ამ პერიოდში ირლანდიელთა სისხარტემ და თავდაცვამ ურუგვაელებს არც ერთი ქულის მოპოვების უფლება არ მისცა.
ურუგვაელთა ცუდმა დისციპლინამაც აქვე იჩინა თავი და ირლანდიელებს დამატებით ტექნიკური ლელოს დადების შესაძლებლობა მისცა. მას შემდეგ რაც ირლანდიელთა მგეზავმა მესამე რეალიზაციაც შეასრულა პირველი ნახევარი 0-26 დასრულდა.
მეორე ნახევრის დომინანტი ურუგვაი იყო. მათ ბევრი კარგი შანსი შეუქმნეს საკუთარ თავს და ირლანდიელთა დაცვის ხაზსაც საკმაოდ კარგად ართმევდნენ თავს. დამსახურებული ლელო მიიღეს, როცა კარგად დაყენებული შერკინებიდან გამოსულებმა საჯარიმო ლელო დადეს. აგუსტინ ორმაჩეამ გარდასახვა შეასრულა და ურუგვაელთა ანგარიშის ზრდაც სწორედ აქ დასრულდა 26-7.
ირლანდიელების უკანასკნელი ლელო მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაიდო, როცა შეცვლაზე შემოსულმა ბენ მარშალმა გუნდს კიდევ 5 ქულა მიამატა, რორი სკანელმა კი ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 33-7.
მატჩის შემდგომ ირლანდიელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალან კლარკმაკომენტარი გააკეთა: „მატჩის დასაწყისში მართლაც ბედნიერები ვიყავით, იმით რაც გავაკეთეთ – რამდენიმე კარგი ლელო დავდეთ, თუმცა მეორე ნახევარში ეს ვეღარ გავიმეორეთ. ორივე გასულ თამაშში პირველი ნახევარი კარგად ვითამაშეთ, ახლა მეორე ნახევარზეა ყურადღება გასამახვილებელი, რასაც ფინალურ მატჩში საქართველოს წინააღმდეგ აუცილებლად გამოვიყენებთ .“
ურუგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელი პაბლო ლემოინე: „მატჩის პირველ ნახევარში დაცვას მართლაც დიდი დრო მოვანდომეთ, რამაც დიდი ენერგია წაიღო. მეორე ნაწილში კი ბევრმა შესაძლებლობამ ცოტა დაგვაბნია და თანაც მოთამაშეები უკვე დაღლილები იყვნენ. ამ გამოცდილების ფონზე შემდეგ მატჩშს უკეთესად ვითამაშებთ, თუმცა მთავარია ჩვენი დისციპლინა გამოვასწოროთ.“
16 ქულიანი სხვაობით მზარდ იტალიასთან
ავჭალის სტადიონზე გამართულ მეორე მატჩში ბორჯღალოსნები მზარდმა იტალიასთან ანგარიშით 10:26 დაამარცხდნენ, რამაც ირლანდიელებს თბილისის თასის მოპოვების შანსები კიდევ უფრო გაუზარდა.
მეორე ნახევრის 2 ლელო და მგეზავი კარლო კანას მიერ მოხვეჭილი ქულები მათი გამარჯვების საწინდარი გახდა.
მატჩის პირველ ნახევარში ქართველებმა ტრამვების სიმრავლის გამო ბევრი მოთამაშე დაკარგეს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მგეზავი ლაშა მალაღურაძე.
იტალიელებმა, მას შემდეგ რაც ირლანდიასთან დიდი სხვაობით დამარცხდნენ, მატჩის პირველ ნახევარში მართლაც მოახერხეს ყოფილიყვნენ ძალიან კონკურენტუნარიანები.
მატჩი კარლო კანასა და ლაშა მალაღურაძის თითო-თითო ჯარიმებით გაიხსნა და ანგარიში პირველი ნახევრის დასრულებამდე არ შეცვლილა.
მეორე ნახევარში იტალიელები არეკნით დაწინაურდნენ. შემდეგ ქართველები ლელოს მოედანთან ძალიან ახლოს მივიდნენ, თუმცა ბურთი წინ გადაუვარდათ და ანგარიში ვერ შევცვალეთ. თამაშის პირველი ლელო სიმონ მარინაროს ეკუთვნის. ემილიო კაფინისმიერ გარღვეული ხაზისა და კარგი გადაწოდების შემდეგ მარინარომ ბურთი ხელში ჩაიგდო და სწრაფად გაიჭრა. 5 ქულას კანამ კიდევ 2 მიამატა და ანგარიში 13-3 გახადა.
მანამ სანამ მაქსიმ მბანდა ძლიერი ბოჭვების შემდეგ ლელოს მოედნისკენ გაიკვლევდა გზას მეორე ჯარიმა იტალიელმა ახალგაზრდა მგეზავმა გაიტანა 23-3.
3 წუთში იტალია ისევ წინ გაიჭრა კანას მორიგი ჯარიმით. ამ დროს ბორჯღალოსანთა ბურჯმა ანტონ ფეიქრიშვილმა დამატებითი დრო სალელოვედ გამოიყენა, ბექა წიკლაურმა გარდასახვაც მიაყოლა და საბოლოო ანგარიშით მატჩი 26:10 დასრულდა.
ნამატჩევს
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა განაცხადა: „პირველ ნახევარში მართლაც ძალიან ნელი თამაში ვაჩვენეთ, შემდეგ კი როდესაც ერთ-ერთი ძლიერი 10 ნომერი დავკარგეთ მოედანზე გუნდის ორგანიზებულობამაც იკლო. შემდეგ კიდევ დაგვემატა ტრავმები. მე ვერანაირ შესწორებას ვერ შევიტანდი მზარდი იტალიის თამაშში, ვფიქრობ ძალიან კარგად ითამაშეს და ჩვენი დაშვებული შეცდომებიც კარგად გამოიყენეს. თუმცა ამით არაფერი დამთავრებულა, კვირას კიდევ ერთი მატჩი გვაქვს გასამართი, მზარდი ირლანდიის წინააღმდეგ სათამაშოდ კარგად უნდა მოვემზადოთ.“
ბორჯღალოსნების კაპიტანი, ლევან დათუნაშვილი: „პირველ რიგში მინდა პირველი სანაკრებო კეპი მივულოცო ოთარ გიორგაძეს და მინდა კიდევ მრავალი კეპი ვუსურვო. რაც შეეხება თამაშს, იტალია საკმაოდ კარგი გუნდია, თუმცა რაქებში ბურთს ძალიან გვინელებდნენ, რაც მათ საშუალებას აძლევდა კარგად გადაწყობილიყვნენ დაცვაში. რაც შეეხება მეორე ტაიმს გადამწყვეტ მომენტში ვერ ვითამაშეთ. ცხელ გულზე ძნელია ლაპარაკი, ხვალ და ზეგ გავარჩევთ დღევანდელ თამაშს.“
ურუგვაი 7:33 ირლანდია
ურუგვაი
15 ხერონიმო ეჩევერი (22 მანუელ ბლენხიო 69) 14 ლეანდრო ლეივას^კაპ, 13 ხოაკინ პრადა (23 ალბერტო რომან65) 12 ანდრეს ვილასეკა, 11 სანტიაგო ჟივერნო; 10 ალეხო დურან, 9 აგუსტინ ორმაეჩეა / 1 მატეო სანგინეტი (18ალეხო კორალ 41) 2 ხერმან კესლერ (16 ნიკოლას კლაპენბახ 41) 3 კარლოს არვოლეჟა (17 მარიო საგარიო 57) 4 ფრანკო ლამანა, 5 მატიას პალომეკე (21 მატიას ბრაუნ 31) 6 აგუსტინ ალონსო სბ 37 (20 ფერნანდო ბასკუ 65) 7დიეგო მანიო (19 სანტიაგო ვილასეკა) 8 ალეხანდრო ნიეტო – ლ: [საჯ]; გ: ორმაეჩეა
ირლანდია
15 პითერ ნელსონ, 14 ქიან ქელეჰერ სბ 62, 13 ეოინ გრიფინ (22 ლუქ მაკ’გრას 64) 12 ნოელ რიდ (23 ჯონ ჰანრაჰან67) 11 ენდრიუ ქონვეი; 10 რორი სქენელ, 9 ჯონ ქუნი / 1 ჯეიმზ ქრონინ (17 დენის ბაქლი 58) 2 დევიდ ჰეფერნან (16რობ ჰერინგ 58) 3 სთივენ არჩერ (18 ენდრიუ ვორიქ 50) 4 ენდრიუ ბრაუნ, 5 ბილი ჰოლანდ (19 ბენ მარშალ 50) 6რის რადოქ^კაპ (20 დენ ლივი 19) 7 ფრენქ თეგართ, 8 ეოგან მასთერსონ (21 ჯექ ქონან 58) – 5ლ: ქონვეი ქუნიქელეჰერ [საჯ] მარშალ; 4გ: სქენელ
მსაჯები
რეფ) მარიუს მიტრეა (იტა) კიდ: შოთა თევზაძე, სულხან ჩიხლაძე
0:7(7) 0:12(10) 0:19(15) სბ(37უ) 0:26(39$პ) /
სბ(62ი) 7:26(72) 7:33(79)
საქართველო 10:26 იტალია
საქართველო
15 გიორგი აფციაური, 14 მურაზ გიორგაძე, 13 გიორგი ტალახაძე (23 ბექა წიკლაური53) 12 თამაზ მჭედლიძე, 11 ალექსანდრე ხუციშვილი; 10 ლაშა მალაღურაძე (22 გიორგი ფრუიძე 11) 9 ვაჟა ხუციშვილი (21 გიორგი ბეგაძე 57)/ 1 ანტონ ფეიქრიშვილი (17 არჩილ ბეჟიაშვილი 50) 2 სიმონ მაისურაძე (16 ჯაბა ბრეგვაძე 50) 3 ირაკლი მირცხულავა (18 ნიკა ხატიაშვილი 50, ფეიქრიშვილი 67) 4 ლევან დათუნაშვილი^კაპ (19 კოტე მიქაუტაძე 54) 5გიორგი ჩხაიძე; 6 საბა შუბითიძე (20 ოთარ გიორგაძე 28-/, 67) 7 ბექა გორგაძე სბ 59, 8 ბექა ბიწაძე – ლ:ფეიქრიშვილი; გ: წიკლაური; ჯ: მალაღურაძე
იტალია
15 ალბერტო კიეზა^კაპ, 14 ფილიპო გვარდუჩი, 13 ჯოვანი ბენვენუტი, 12 რობერტო კვარტაროლი, 11 გაბრიელე დი’ჯულიო; 10 კარლო კანა, 9 სიმონე მარინარო (21 სიმონე პარიზოტო 73) / 1 ფედერიკო ძანი (17 ლაერტ ნაკა 45) 2ოლივიერო ფაბიანი (16 ლუკა ბიჯი 69) 3 ჯუზეპე დი’სტეფანო (18 პიეტრო ჩეკარელი 49) 4 ფედერიკო რუძა (25მატეო კორაძი 67) 5 ფილიპო ჯეროზა (19 ალესიო ზდრილიჩ 63) 6 სებასტიან ნეგრი (20 მირკო ამენტა 73) 7ემილიანო კაფინი, 8 მაკსიმე მბანდა * არ შესულა: კრისტიან ბეჩერა – 2ლ: მარინარო მბანდა; 2გ 3ჯ ა: კანა
მსაჯები
რეფ) მორის ფან’დერ ვესტ’ჰეიზენ (აფრ) კიდ: ნიკა ამაშუკელი, თორნიკე გვირჯიშვილი
0:3(6) 3:3(9) /
3:6(43ა) 3:13(56) 3:16(59სბ) 3:23(63) 3:26(79) 10:26(80+3)
Rugby.GE