ნაბი კეიტა: “ლივერპულის” გამო “ბაიერნსა” და “ბარსელონას” ვუთხარი უარი”
მერსესაიდული “ლივერპულის” ახალწვეულმა ნაბი კეიტამ პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ “წითლებთან” ერთად მისი გადაბირების სურვილს “ბარსელონასა” და “ბაიერნის” ხელმძღვანელებიც გამოთქვამდნენ.
“ლივერპულში” გადასვლის შემდეგ მამაჩემი ხშირად მიყვებოდა, თუ როგორ მიყვარდა ბავშვობაში ეს კლუბი. ქუჩაში თამაშისას ყოველთვის ამ კლუბის მაისური მეცვა და რა თქმა უნდა, სტივენ ჯერარდს განვასახიერებდი. თუმცა ჩემს საყვარელ ფეხბურთელად მაინც ინიესტას დავასახელებდი.
რაც შეეხება რვა ნომერს, ეს ნომერი ყოველთვის მიყვარდა. მამაჩემიც რვა ნომრით თამაშობდა, რასაც ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ისიც ვიცი, რომ სტივენ ჯერარდის ნომერია, თუმცა არ მინდა ზედმეტი დატვირთვა მივცე ამ ყველაფერს.
მართალია, რომ “ლივერპულის” გამო “ბაიერნსა” და “ბარსელონას” ვუთხარი უარი. აქ მოსვლამდე ძალიან ბევრს ვესაუბრებოდი მანეს, რომელთან ერთადაც ცხრა თვის მანძილზე ვთამაშობდი “ზალცბურგში”. იმედი მაქვს, რომ გუნდს წარმატებების მიღწევაში დავეხმარები,” – აცხადებს კეიტა.