“ნაბიჭვარი მესი მატჩების დროს ისვენებს”
“ეიბარის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ლუის მენდილიბარმა “ბარსელონასთან” გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა 58 წლის სპეციალისტს უთხრა, რომ შესაძლოა, კიკე სეტიენმა ლიონელ მესი დაასვენოს. მენდილიბარმა ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ არგენტინელ სუპერვარსკვლავს დასვენება არ სჭირდება.
“არ მგონია, რომ მესის დაასვენებენ. ეს ნაბიჭვარი მატჩების დროს ისვენებს. მან იცის, როდის უნდა ირბინოს და როდის – გაჩერდეს. თუ მას დაასვენებენ, ეს მისთვის უფრო ცუდი იქნება, რადგან ტრიბუნაზე იჯდება და იქ ყოფნით დაიღლება”, – ციტირებს მენდილიბარის სიტყვებს Goal.Com.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 25-ე ტურში “ბარსელონა” “ეიბარს” “ნოუ კამპზე” მიიღებს. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.