ნაჩო: “რონალდუს ზიდანზე გაბრაზება ნორმალურია”
ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში ერთმანეთს ბილბაოს “ატლეტიკი” და მადრიდის “რეალი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრის 79-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუ ისკო ალარკონმა შეცვალა. სათადარიგო სკამისკენ მიმავალმა პორტუგალიელმა ზინედინ ზიდანს ხელი კი ჩამოართვა, თუმცა შემდეგ გაბრაზებულმა წარმოსთქვა რამდენიმე სიტყვა და მკაცრი გამომეტყველებით დაჯდა სკამზე.
ამასთან დაკავშირებით გუნდის მცველმა, ნაჩო ფერნანდესმა ისაუბრა.
“ეს ნორმალურია. კრიშტიანუ ყოველთვის გაბრაზდება, როცა მას შეცვლიან. ვინც არ უნდა იყოს, ისკო იქნენა თუ სხვა, რონალდუს სათადარიგოზე დაჯდომა გააღიზიანებს.”
“პორტუგალიელი ბეილთან და ბენზემასთან ერთად უმნიშვნელოვანეს ძალას წარმოადგენს. ეს ტრიო ჩვენთვის გადამწყვეტ როლს თამაშოვს. მათი დიდი დამსახურებაა, რომ ბოლო სამ წელში ორჯერ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა,” – განაცხადა ნაჩო ფერნანდესმა.