ნადალი: “ნორმალურ სამყაროში, ოლიმპიური თამაშების გამოტოვებას არასოდეს განვიხილავდი”
ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა, 34 წლის რაფაელ ნადალმა განაცხადა, რომ მან ჯერ არ იცის, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე.
“ნორმალურ სამყაროში ოლიმპიური თამაშების გამოტოვებას არასოდეს განვიხილავდი. ყველამ იცის, რას ნიშნავს ოლიმპიადა ჩემთვის. დღევანდელ პირობებში, არ ვიცი, რა მოხდება. ვნახოთ, როგორი სიტუაცია იქნება უახლოეს პერიოდში. ჩემი განრიგი უნდა დავალაგო. გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ნორმალურ პირობებში, 1 იანვარს მთელი სეზონის განრიგი წინასწარ ვიცი. ეს წელი განსხვავებულია, არა? ჯერ-ჯერობით ვერ გაგცემთ ზუსტ პასუხს იმაზე, მივიღებ თუ არა ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას. ბოდიში”, – ციტირებს ნადალის სიტყვებს “მარკა”.
ნადალმა ოლიმპიურ თამაშებზე პირველად 2008 წელს პეკინში იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა. 2012 წელს ტრავმის გამო, ლონდონის ოლიმპიადაზე მონაწილეობა ვერ მიიღო. 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ის წყვილებში ოქროს მედალს დაეუფლა.