ნაგელსმანი: “ბარსელონამ” საწყისი 7-8 წუთის განმავლობაში პრობლემები შეგვიქმნა”
მიუნხენის “ბაეირნმა” ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლები სეზონის გათამაშება დიდებულად დაიწყო. “რეკორდმაისტერმა” “ბარსელონა” გასვლაზე სამბურთიანი სხვაობით დაამარცხა ისე, რომ მეტოქეს კარში ერთხელაც არ დაარტყმევინა.
“ვფიქრობ, გუნდმა ძალიან კარგი თამაში აჩვენა. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მათ დაცვაშიც ძალიან მაღალ დონეზე ითამაშეს.
მეტოქემ საწყისი 7-8 წუთის განმავლობაში პრობლემები შეგვიქმნა. იმ პერიოდში საკმარისად გამბედავად ვერ ვთამაშობდით, თუმცა მალევე მოვახერხეთ სწორი დასკვნების გამოტანა და სიტუაციის შემოტრიალება.
ყოველთვის კარგია, როდესაც გოლს არ უშვებ. ასეთ დროს მოგების ძალიან დიდი შანსი გვაქვს, განსაკუთრებით შეტევით შესაძლებლობებს თუ გავითვალისწინებთ.
რაც შეეხება ლევანდოვსკისა და მიულერს, ბედნიერი ვარ, გუნდში მათნაირი ფეხბურთელები რომ მყავს,” – აცხადებს იულიან ნაგელსმანი.